,,ქვეყანას ჭირდება თანამედროვე ტექნილოგიები, ენერგომატარებლები, შიდა პროდუქციის საზღვარგარეთ გასაღების ბაზრები, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დაბალანსება, სარკინიგზო და საავტომობილო ახალი გზების გაყვანა, ინვესტიციები, იაფი მუშახელი დ.ა.შ. მაგრამ, არასოდეს ეს ყველაფერი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე’’- ასეთია მწერალ მიხო მორჩილაძის თვალსაზრისი, რომელიც ,,ნიუპოსტს’’ ეროვნული ინტერესის გარშემო საკუთარ მოსაზრებებს აცნობს.
ცნობილია, რომ ომში დამარცხებულ საფრანგეთს ტალეირანმა უნიკალური დილომატიური ნიჭითა და აზროვნებით გაამარჯვებინა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს ყველაფერი ორჯერ ამავე შედეგით დასრულდა, ჩვენთვის სავალალოდ, რასაკვირველია.
1921 წელს საქართველოს ძალა შესწევდა გამკლავებოდა ბოლშევიკურ რუსეთს, მაგრამ, არა ნოე ჟორდანიას მეთაურობით. ქართველი იუნკრების გმირულ თავდადებამდე ბრძოლამ, ქართულმა ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დაატყვევა. მაგრამ უნიათო მთავრობის მეთაურობით ეს გამარჯვებებიც დამარცხებებად გვექცა და ამის შემდეგ, ნოე ჟორდანიამ თბილისი და საქართველო მალევე დატოვა და სამოცდაათი წელი კვლავ რუსეთის მონობაში ჩავვარდით...
ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესი ყოველთვის იმ პიროვნებებზეა დამოკიდებული, ვისაც ხალხი საკუთარ ლიდერად, მეთაურად ირჩევს.
საბედნიეროდ, დღეს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა დასავლურ სამყაროსათან ინატეგრაციის მოსურნეა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩვენი პოლიტიკური გზები აღარ გადაისინჯება, რაც ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდანვე ყველა ჩვენგანის სასიხარულოდ მტკიცედ დაგვიდასტურა... მაგრამ, რიგი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებები და ზოგიერთი ირიბი მინიშნებები გარკვეული ეჭვის საფუძველს მაინც გვაძლევს:
პირველი - საქართვლო უნდა დაემშვიდობოს საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიურ მონწილეობებზე ოცნებას და რეგიონალური ინტერესებით უნდა შემოიფარგლოს... განდგომილმა რეგიონებმა თავად გადაწყვიტონ ვისთან უნდათ ყოფნა: რუსეთთან თუ ‘’აყვავებულ’’ საქართველოსთან?
მეორე - ცალმხრივად ვაღიაროთ სეპარატისტული რეჟიმების პასპორტები და გავხსნათ მათთან მიმოსვლის გზები... ეს ყველაფერი ხომ მათთვის დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია ?
მესამე - მეტად საშიშ, არასწორ გადაწტვეტილებად მიმაჩნია ისრაელთან, ჩვენს პარტნიორ, მეგობარ ქვეყანასთან მომხდარი დიპლომატიური ჩავარდნა. პალესტინა ისრაელის კონფლიქტში პალესტინისათვის თანადგომის გამოცხადება ეს ხომ ჩვენთვის იგივეა, როდესაც რუსეთმა, ნიკარაგუამ და ნაურუმ აფხაზეტის დამოუკიდებლობა აღიარეს?!
რა ხდება?..
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
სამწუხაროა, ქართველები თითქმის ვერაფერს ვსაწვლობთ ისტორიიდან.
ორასი წლის წინ რუსეთის მიერ ბოძებულმა ,,დანაელთა ძღვენმა’’, იმ მცირე სამხედრო შენაერთმა, რომელიც ვითომდა ქართველთა დასახმარებლად იყო რუსეთიდან გამოგზავნილი, საბოოლოო ჯამში დამოუკიდებლობა დაგვაკარგვინა, რაც პირველად მეფე ერეკლეს დროს დავაგემოვნეთ, როდესაც ,,ერთმორწმუნე ძმის’’, რუსეთის დაპირებებით დაჯერებულმა ერეკლე მეორემ სპარსელებს შეუტია და მაშინაც, როდესაც უგანეს და საქართველოს გვირგვინოსანი რუსმა გენერალმა ტოტლებენმა მიატოვა. რუსები ისე წავიდნენ, პასუხიც არ აღირსეს ერეკლე მეფეს. ტოტლებენი, როგორც ომში მოღალატე, ადგილზევე უნდა აეკუწათ!.. რუსების მცირე, საპარადო ბატალიონი ქართულ მხედრობას ომს ვერა და არც გაუმართავდა. ცოტანი იყვნენ. ხომ ყველას გვახსოვს რუს სამხედროთა შეგონება - один в поле не войн !... …თუნდაც ამიტომ! პირიქით, რუსული ხასიათიდან გამომდინარე, ძლიერი მეთაურის, ქართველი მეფის წინამძღოლობით განსაკუთრებული თავდადებით დაიცავდნენ ქართულ მიწას. თანაც, რუსების უმრავლესობა ხომ სპარსელებთან შერკინების სულისკვეთებით იყვნენ სამშობლოდან წამოსულნი!.. ნაძირალა ტოტლებენის, რუსული პოლიტიკის სიავის უპასუხოდ დატოვება, მისი ცოცხლად გაშვება იყო პატარა კახის საბედისწერო შეცდომა... რაც დაუსჯელად არ დარჩენილა...
ერეკლეს შვილის, გიორგი მეთორმეტეს სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე, რუსეთის იმპერატორმა პავლემ საქართველოს სამეფო საკუთარი ბრძანებით გააუქმა და ჩვენი სამშობლო, თბილისის გუბერნიად მიუერთა რუსეთის იმპერიას... ქართველ თავადაზნაურთა ტაძარში შეკრება და რუსი იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება, ეს უკვე მერე, კარგახნის შემდეგ მოხდა.
მეორედ, ,,დანაელთა ძღვენი’’ მეფისნაცვალ მიხეილ სვიმონის ძე ვორონცოვის სახით 1844 წელს მოევლინა რუსეთის გაუსაძლისი მმართველობის წინააღმდეგ ამხედრებულ ქართველობას.
უდავოდ ნიჭიერმა, გაქნილმა პოლიტიკოსმა გუბერნიის დაკარგვის სუნი დროულად იგრძნო და ხეპრული უხეში ძალისხმევა რბილი ძალის ქმედებით - не кнутом, так пряником! შეცვალა. აჯანყების მოთავე ქართველ თავადაზნაურებს ხელფასები და წოდებები ჩამოურიგა, თბილისში ოპერა გახსნა და ქართველთა მეგობრის სახელით დამკვიდრდა საბჭოთა ისტორიაში. დაახლოებით ის გააკეთა, რასაც ამერიკელები ასორმოცდაათი წლის შემდეგ soft pauer-ს დაიძახებენ და რაც სამი კლასიკური კომპონენტისაგან შედგება; ღირებულებები, კულტურა და დიპლომატია. სამწუხაროდ, ვორონცოვისეული soft pauer-ი დღესაც სრული ძალისხმევით მოქმედებს საქართველოში. რუსეთის ორასწლოვანმა ბატონობამ ზოგიერთ ქართველს სახელმწიფოებრივი აზროვნება დაუჩლუნგა. პოსტულატი - ჯერ ქვეყანა, მერე ოჯახი, მერე მე - კნინობითი ფორმით შეიცვალა: ჯერ მე და მერე შემდეგი... რამაც არამარტო საქართველო, თავის დროზე უდიდესი იმპერიებიც კი დაანგრია და გაანადგურა.
ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ...
ქვეყანას ჭირდება თანამედროვე ტექნილოგიები, ენერგომატარებლები, შიდა პროდუქციის საზღვარგარეთ გასაღების ბაზრები, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დაბალანსება, სარკინიგზო და საავტომობილო ახალი გზების გაყვანა, ინვესტიციები, იაფი მუშახელი დ.ა.შ. მაგრამ, არასოდეს ეს ყველაფერი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე.
საბედნიეროდ, ჯერაც ყველას გვახსოვს: ,,ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!’’ ამიტომაც, პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მწერალი, ინტელიგენტი ნებისმიერი მთავრობის მუდმივ ოპოზიციაშია. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესები მისი მუდმივი საფიქრალია. ქვეყნის, სამშობლოს მუდმივი მოდარაჯის მოხალისეობაა.
ესაა სულ...
სპეციალურად სააგენტო ,,ნიუპოსტისთვის''
მასალის გამოყენების პირობები






