ადამიანის უფლებათა ცენტრი დავით ბაქრაძეს უჩივის
სამართალი - 19:11, 05 Dec, 2012     614

,, 2 დეკემბერს, ,,რუსთავი 2"-ს გადაცემა "პოსტ-სკრიპტუმის" ეთერში ბაქრაძემ პოლიტპატიმართა სიებზე საუბრისას განაცხადა, თითქოს პარლამენტისთვის წარდგენილ სიაში იყო სამცხე-ჯავახეთში ჩადენილ დანაშაულზე გასამართლებული ადამიანი, რომლის სახელიც მან არ დაასახელა. ბაქრაძემ განაცხადა, რომ არის კონკრეტული ადამიანი, რომელსაც სხვა საქმესთან ერთად ბრალად ედება ქართული ეპარქიის დარბევის მცდელობა და ერთი ასეთი მცდელობის დროს, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ მონაზონს. ამის შემდეგ, ბაქრაძის თქმით, მონაზონი ისე ცუდად გახდა, რომ იგი მკურნალობის მიზნით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. 24 ნოემბერს, ტვ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა ,,პრეს-პრესში" მოწვეულმა სტუმარმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ ასევე ისაუბრა ვაჰაგნ ჩახალიანზე და განაცხადა, ვის მოუვიდა თავში ამ ადამიანის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანაო. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, გოგა ხაჩიძის მსგავსად, საუბრობდა ჩვენი ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფ ვაჰაგნ ჩახალიანზე, რომელიც არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. მისი შეყვანა პოლიტპატიმართა სიაში რეკომენდებული იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. ვაჰაგნ ჩახალიანი წლებია, მის მიმართ დადგენილ უკანონო განაჩენს აპროტესტებს და მასში მონაზონის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არსადაა მოხსენებული. იგი არღვევს საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფციას და მიაწერს დანაშაულს, რომელიც სასამართლოს განაჩენის თანახმად, მას არ ჩაუდენია. ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მთავარ პროკურატურას მიმართა. ის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადების შესწავლას და საქართველოს მოქალაქის ცრუ დასმენასთან დაკავშირებით მის დაკითხვას ითხოვს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცენტრის ინფორმაციით, პოლიტიკური მოძრაობა "გაერთიანებული ჯავახკის დემოკრატიული ალიანსის" ლიდერი და პოლიტიკური აქტივისტი ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 წლის ზაფხულში ახალქალაქში, მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად დააკავეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით, ვაჰაგნ ჩახალიანს სასჯელის სახით თავისუფლების 10 წლის ვადით აღკვეთა განესაზღვრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42