მოწმეთა დაცვის პროგრამა მართლმსაჯულების ინტერესებისათვის
სამართალი - 18:16, 05 Apr, 2014     6532
მოწმეთა დაცვის პროგრამა საქართველოში მოქმედებს 2006 წლიდან. ამ სამართლებრივი მექანიზმის მთავარი მიზანია ისეთ პირთა სასამართლო სხდომებში მონაწილეობისა და ჩვენების მიცემის უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს ხელყოფის რეალური საფრთხე მათი მართლმსაჯულებასთან თანამშრომლობის გამო.

რეფორმატორთა კლუბის მოსაზრებით, მოწმეთა დაცვის პროგრამას გააჩნია შემდეგი ხასიათის ნაკლოვანებები:

– მოწმის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს პროკურორი, მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით – ამ ნორმის ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს იმ პირთა მიმართ პროგრამის გამოყენების მექანიზმი, რომლებიც წარმოადგენენ არა პროკურატურის, არამედ დაცვის მხარის მოწმეებს და ამის გამო მათ მიმართ არსებობს ხელყოფის რისკი;
– კანონმდებლობის შესაბამისად, მოწმეთა მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შეიძლება აწარმოებდეს იმ საქმეებზე გამოძიებას, სადაც მონაწილეობენ დასაცავი მოწმეები, რაც ზრდის დაცულ პირზე უშუალოდ გამომძიებლების მხრიდან ზეწოლის რისკს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით;
– საკანონმდებლო დონეზე არ არის გაწერილი დაცვის პროგრამაში ჩართულ პირთა უფლებები და მოვალეობები, ასევე დაცვის განმახორციელებელ პირთა პასუხისმგებლობის ფარგლები, რაც წარმოშობს კონკრეტულ სიტუაციებში თანამდებობის პირთა მხრიდან თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს.


საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, რეფორმატორთა კლუბი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას მოწმეთა დაცვის პროგრამაში განახორციელოს ცვლილებები, კერძოდ;

1. მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ მხარეთა დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. როგორც პროკურორს, ასევე ადვოკატს უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს თავისი მოწმის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, კანონის წინაშე თანაწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე – თუ პროკურორი უზრუნველყოფს თავისი მოწმის დაცვას იმ მიზნით, რომ მან მისცეს ბრალდების დამადასტურებელი ჩვენება, იგივე უფლება უნდა ჰქონდეს დაცვის მხარესაც. აღნიშნული სტანდარტი დადგენილია ევროპის საბჭოს ოფიციალური აქტებით: RECOMMENDATION No. R (97) 13 OF THE COMMITTEE OF MINISTERS TO MEMBER STATES CONCERNING INTIMIDATION OF WITNESSES AND THE RIGHTS OF THE DEFENCE; RecommendationRec(2005)9 of the Committee of Ministers to member states on the protection of witnesses and collaborators of justice, რომლებიც აცხადებენ, რომ მოწმეთა დაცვის ღონისძიებების გამოყენების დროს მკაცრად უნდა იქნას დაცული ბალანსი პირის უსაფრთხოების ინტერესებსა და ბრალდებულის უფლებებს შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის შესაბამისად, რომლითაც ბრალდებულს და დაცვას უფლება აქვს ისეთივე პირობებში დაკითხოს თავისი მოწმე, როგორშიც იკითხებიან ბრალდების მოწმეები.

2. მოწმეთა დაცვის პროგრამის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსკლუზიური მმართველობიდან გამოტანა და მისი კოლეგიური ადმინისტრირების დანერგვა, გამოძიების მხრიდან მოწმეზე ზეწოლის რისკის შემცირების მიზნით. მაგალითად იტალიასა და ბელგიაში მოწმეთა დაცვის დანაყოფები ფინანსდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მაგრამ მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან კომისიის წინაშე, რომელშიც შედიან შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ორი მოსამართლე ან პროკურორი და რამდენიმე ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

3. კანონმა უნდა განსაზღვროს დაცვის განხორციელების დროს დასაცავი მოწმეებისა და დაცვის განმახორციელებელ პირთა ქცევის წესები, ღონისძიებათა გაგრძელებისა და შეწყვეტის საფუძვლები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 70–ე მუხლი ადგენს, რომ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ამ ღონისძიებას აუქმებს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი. რა თქმა უნდა კანონში დამატებითი რეგულაციების არარსებობა და მითითება, რომ კონკრეტულ პროცედურებს ადგენენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, წარმოშობს ზოგადი ფორმულირების – ,,დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის’’ მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საფუძველს და ამავდროულად არ იძლევა რაიმე ტიპის ინციდენტის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენის საშუალებას.

4. დაცვის პროგრამაში ჩართული მოწმე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადვოკატთან შეუზღუდავი ურთიერთობით, რაც უზრუნველყოფს მისი უფლებების დაცვას გამოყენებული ღონისძიებების თავისებურებების გათვალისწინებით.


ირაკლი კობიძე
"რეფორმატორთა კლუბი’’




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42