დღეს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ახალი ლიდერისთვის ძალაუფლების გადაცემა პირველი დემოკრატიული პროცესი იქნება ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში.
ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი, რომელიც ანიშნულ პოსტს 2001 წლიდან იკავებს, კონსტიტუციის მიხედვით, კენჭს ვეღარ იყრის. პრეზიდენტობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს მათ შორისაა ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა და ყოფილი ფინანსთა მინისტრები.
ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ ავღანეთში, პოლიციის ფორმაში გადაცმული თავდამსხმელის სროლის შედეგად "ასოშიეითიდ პრესის" ფოტოჟურნალისტი დაიღუპა. სააგენტოს ინფორმაციით, ასევე დაჭრილია 60 წლის ჟურნალისტი, რომელსაც ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.
"ასოშიეითიდ პრესის" ჟურნალისტები ქალაქ ხოსტში იმყოფებოდნენ, სადაც მათ პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა ესროლა.
მასალის გამოყენების პირობები






