"ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, პროკურატურა შეეცდება ამ კითხვებს უპასუხოს, - ამის შესახებ განცხადება მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.
„მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის მიმართ მაღალია და პროკურატურა ვალდებულია, გამოიძიოს და ამ საქმეზე აუცილებლად დაადგენს ჭეშმარიტებას. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ეს გამოძიების ინტერესებს ეწინააღმდეგება. როცა საქმე დასკვნის ეტაპზე მივა, ისევე, როგორც ძაძამიას, ჩაჩუას და ხარშილაძის შემთხვევაში, მოხდა, აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. ამ საქმეში არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც იმის გამო წარმოიშვა, რომ ეს საქმე ფაქტობრივად, 9 წლის განმავლობაში არ გამოძიებულა. ჩვენ შევეცდებით, ამ კითხვებს პასუხები გავცეთ“,– განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






