ამ წუთებში მთავარ პროკურტურაში NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო მივიდა და საშვს ელოდება.
"ნიუსპოსტი" დეტალების გასარკვევად პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი თქმით, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მოგვაწვდიან დეტალებს, თუ რასთან დაკავშირებით იმყოფება ნავარო საგამოძიებო უწყებაში.
ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია იკითხება. პროკურატურის ინფორმაციით ბოკერია მოწმის სახით არის დაბარებული. საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს.
მასალის გამოყენების პირობები






