სახალხო დამცველი გლდანის მერვე დაწესებულებაში ექსპრემიერის საქმეზე დაკავებულ დაცვის ცვლის უფროს მიხეილ ძაძამიასა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილ ექსპერტ ლევან ჩაჩუას შეხვდა.
ნანაუაშვილმა ასევე მოინახულა "გრინსერვისის" საქმეზე დაკვებული კობა ხარშილაძე და კოდორის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი. სახალხო დამცველის განცხადებით, დაკავებულებს ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ აქვთ.
„დაკავებულებს არ აქვთ არანაირი პრეტენზია ადმინისტრაციასთან. მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ამბობენ, რომ მოპყრობასთან და პირობებთან დაკავშირებით მდგომარეობა ნორმალურია. ასევე ძალიან მალე ჩვენი წარმომადგენლები ჩაერთვებიან საქმეში. ჩვენ გვექნება შეხვედრები საქმეში ჩართულ ადვოკატებთან. მათგან მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას თუ რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






