ნარკოტიკების მოხმარებისა და ქრთამის გადაცემის ფაქტებზე სუბარის უწყების თანამშრომლები დაისაჯნენ
სამართალი - 12:00, 04 Apr, 2014     3783

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ინსპექტორი ნიკოლოზ სახოვოი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის ეროვნული ბიუროს ოფიცერი კოშკარ ოსმანოვი.


2014 წლის 24 მარტს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს II სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ინსპექტორი ნიკოლოზ სახოვოი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩნდა. იმავე დღეს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. სახოვოის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ექსპერტიზის დასკვნით, არ აღმოჩნდა იმ ოდენობის, რომ აღნიშნული პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ. ნიკოლოზ სახოვოი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.


2014 წლის მარტის დასაწყისში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ოფიცერმა კოშკარ ოსმანოვმა პრობაციონერს 1800 ლარის მისთვის გადაცემის შემთხვევაში, საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხის დადებითად გადაწყვეტას დაჰპირდა და მოატყუა, რომ ამ საკითხს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა. 22 მარტს აღნიშნულმა პრობაციონერმა მოთხოვნილი თანხა გადასცა კოშკარ ოსმანოვს, რის შემდეგაც პრობაციის ოფიცერი დააკავეს. 23 მარტს კოშკარ ოსმანოვს წარედგინა ბრალდება თაღლითობის მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. (19_180; II ნაწილის „ბ“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები)


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეებს, რომ თავი შეიკავონ სამინისტროს დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავს ფაქტზე რეაგირება უმკაცრესი იქნება.

ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42