პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გივი თარგამაძის ძმას, ზაზა თარგამაძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 11 საათზე ელოდებიან.
გივი თარმაგაძე მისი ძმის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
"ჩემს ძმას გამომძიებელმა დაურეკა და ხვალ, 11:00 საათზე დაიბარა. საინტერესოა, როდესაც ოჯახის წევრთა სია ამოეწურებათ, რა მეთოდით შეეცდებიან პასუხების გაცემას", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.
"ნიუპოსტი" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ზაზა თარგამაძის დაკითხვა სამშენებლო ბიზნესში მის საქმიანობას უკავშირდება.
მათი განმარტებით, ზაზა თარგამაძე სამშენებლო კომპანია „პოლ ენდ შულერის“ თანადამფუძნებელია და საგამოძიებო სამსახურს დეპუტატის ძმასთან სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებით აქვს კითხვები.
მასალის გამოყენების პირობები






