არასამთავრობო ორგანიზაციები თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
სამართალი - 22:25, 03 Apr, 2014     1870
არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შალვა თათუხაშვილის ოჯახისა და ადვოკატის მიერ გავრცელდა მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხირდან სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობისა და გარდაცვალების გარემოებების შესახებ. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე გაჩენილი სერიოზული ეჭვებისა და საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილოს გარდაცვლილის ოჯახის თხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს გამოძიების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების თაობაზე. გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით,რომელიც ადვოკატმა ი.ზაქარეიშვილმა გამოაქყვეყნა, შ.თათუხაშვილი ორჯერ გაიტაცეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა და მოახდინეს მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა იმ მიზნით, რომ მას გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ. ოჯახის განცხადების პარალელურად, შ.თათუხაშვილის ადვოკატმა გამოაქვეყნა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია შ. თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები,მათ შორის, სავარაუდო დამწვრობის კვალი, რომლებიც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სიცოცხლეში შ. თათუხაშვილი გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ფოტოების აუთენტურობას ადასტურებს გვამის დათვალიერების ოქმი,რომელშიც იგივე დაზიანებებია აღწერილი და რომელსაც ხელს აწერენ პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, გარდაცვლილის ადვოკატი და ოჯახის წევრი.
შ. თათუხაშვილის ოჯახისა და ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება,რომელშიც შ.თათუხაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილად და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობად არის შეფასებული. აღნიშნული განცხადებიდან აშკარად იკვეთება მთავარი პროკურატურის მიკერძოებული დამოკიდებულება მოცემული საქმის მიმართ. კერძოდ, გაუგებარია, რა აძლევს საფუძველს მთავარ პროკურატურას სრულიად გამორიცხოს და სრული აბსურდი უწოდეს შ.თათუხაშვილის ადვოკატის და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს გვამზე არსებული დაზიანებების და მათი წარმომავლობის თაობაზე მაშინ როდესაც, როგორც განცხადებაშივეა აღნიშნული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაბამისი დასკვნების გაკეთება დაზიანებების მიყენების ხერხის, ხანდაზმულობისა და სიკვდილის მიზეზების შესახებ შეუძლებელია ექსპერტიზის დასრულებამდე. ძნელია, ობიექტურ გამოძიებას ველოდოთ ორგანოსგან, რომელიც ავრცელებს ამგვარ განცხადებას, სადაც ადვოკატის დისკრედიტაციაზე უფრო მეტი ხაზგასმა კეთდება, ვიდრე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის ზემოაღნიშნული განცხადება პრობლემატურია შალვა თათუხაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის კუთხითაც. გარდა ამისა, არსებობს კითხვები მოცემული საქმის სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, მათ შორის შ.თათუხაშვილის სავარაუდო გატაცების თაობაზე ჩატარებული მოკვლევის შესახებაც, რომელიც მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ განახორციელა და რომელმაც, სავარაუდოდ, მხოლოდ შ.თათუხაშვილის გამოკითხვით დაადგინა გატაცების ფაქტის არარსებობა.

2014 წლის 2 აპრილის განცხადებით მთავარმა პროკურატურამ, საქმის ვითარების გარკვევის ნაცვლად, დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა შ.თათუხაშვილის საქმესთან მიმართებაში. ამგვარად, გაურკვეველია, რა სამართლებრივი საფუძველი გახდა 17-დან 18 მარტის ღამეს შ.თათუხაშვილის ლილოში მდებარე ღამის ბარში დაკავების და შემდგომ, მისი მთავარ პროკურატურაში გადაყვანის მიზეზი. მთავარი პროკურატურა, ასევე, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, იყო თუ არა 18 მარტს შ.თათუხაშვილი ჯერ კიდევ ჩართული მომწმის დაცვის სპეციალურ პროგრამაში, მაშინ, როცა მისი პროკურატურაში წარდგენის მიზეზად სწორედ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა სახელდება. ასევე, საეჭვოა და ზეწოლაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ღამენათევი, ნასვამი შ.თათუხაშვილი 18 მარტს ჯერ გამომძიებელმა დაკითხა საათნახევრის განმავლობაში – 14:30 სთ-დან 15:50 სთ-მდე, როგორც ეს დაკითხვის ოქმზეა მითითებული, ხოლო შემდგომ – პროკურატურის გენინსპექციამ. აღსანიშნავია, რომ შალვა თათუხაშვილის საქმე არ არის პირველი, სადაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვები პროკურატურაში მიმდინარე თუ ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობისა და მიუკერძოებლობის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ჯეროვნად დაიცვას მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებული საქმეების ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, რაც, სხვა ასპექტებთან ერთად, გულისხმობს გამოძიების მწარმოებელი ორგანოს რეალურ დამოუკიდებელობას და გამოძიებისა და მისი დასკვნების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42