შსს ორი ძებნილი პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 16:57, 05 Dec, 2012     611
1964 წელს დაბადებული ვიქტორია ალექსანდრეს ასული ივანოვა იძებნებოდა. 2009 წლის 14 სექტემბერს უკრაინის სახელმწიფო საწარმო "Ukrmedpostach"-ს და კომპანია "Vamed Engineering Gmbh & CO KG"-ს შორის გაფორმდა 10 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება - სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ. კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, კომპანია "Ukrmedpostach"-ის დირექტორმა მ.ი.პეტრენკომ, ვ.ივანოვასთან წინასწარი შეთანხმებით, სამედიცინო აღჭურვილობის უკრაინაში დარეგისტრირებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების მიზნით, კომპანიებთან - "Ukrmed" და "Megalain Plus" - ხელშეკრულება 457.410 უკრაინული გრივნის ოდენობით გააფორმა. აღნიშნული მომსახურება ვ.ივანოვამ არ შეასრულა და გადახდილი თანხა, პირადი გამოყენების მიზნით, უკანონოდ მიითვისა. ინტერპოლის თბილისის ეროვნული ცენტრალური ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვიქტორია ივანოვა თბილისში მიმდინარე წლის 4 დეკემბერს დააკავეს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ,,ტაშკენტის ინტერპოლის მიერ, ტრეფიკინგთან დაკავშირებით, 2012 წლის 30 ივლისიდან, ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ლურჯი ცირკულარით იძებნებოდა 1975 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე სოჯიდაჰონ რუზიმატოვა. ს. რუზიმატოვამ ნამანგანის რეგიონში ადამიანების ტრეფიკინგის მიზნით, მოტყუებით დაიქირავა უზბეკი გოგონები, მათ მაღალანაზღაურებად სამუშაოს დაპჰირდა, ისინი თურქეთში ჩაიყვანა, სადაც სასტუმრო "ბაკში" დააბინავა. დაზარალებულების კონტროლის მიზნით, რუზიმატოვამ, დაუდგენელ პირთა დახმარებით, მათ პასპორტები და გამომუშავებული ფული ჩამოართვა. 2011 წელს, ივლისიდან დეკემბრამდე დამნაშავე ქალბატონი მოტყუებული გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა. მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, აღნიშნულმა პიროვნებამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტ "სარფის" გავლით გადმოკვეთა. საქართველოში ს.რუზიმატოვას შემოსვლის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ტაშკენტის ინტერპოლს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 30 ნოემბერს, ტაშკენტის ინტერპოლმა ძებნილი პირის დაკავებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტი და შუამდგომლობა გამოგზავნა. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ს.რუზიმატოვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის მიმართულებით კვეთის დროს დააკავეს და "აჭარა-გურიის" დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა’’, - აცხადებენ შსს-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42