საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საფრთხეშია. ამის შესახებ უმცირესობის წევრი სოციალურ ქსელში ზერს.
"ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს სჭირდება განსაკითრებული დაცვა. ეს ადამიანი საფრთხეშია.
თურმე ახლა ახსენდება პროკურატურას, რომ ის მოწმედ უნდა დაიკითხოს იმ საქმეზე, რომელზეც ის დათა ახალაიას იცავს. თურმე ადვოკატი თუ ფლობს ინფორმაციას საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფია საქმეზე, ის ხდება ამ საქმის მოწმე!! მიზანი არის ის, რომ ჩოაშორონ ახალაიას საქმეს, რადგან ადვოკატი არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც იმავდროულად არის მოწმე", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
ირაკლი ზაქარეიშვილი პროკურატურაში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. ამის შესახებ ზაქარეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს და პროკურატურიდან მიღებულ უწყებას აქვეყნებს.
"აი, რა მეთოდით ცდილობს პროკურატურა ჩამომაცილოს დათა ახალაიას დაცვას", - წერს ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






