ნადარეიშვილის პასუხი პროკურატურას - თითქოს რაღაც სურათის „დაშეარება“ მოვახდინე „ფეისბუქზე“...
სამართალი - 13:19, 03 Apr, 2014     3029
მთავარი პროკურატურის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას და იმ მასალებს, რომელიც მათ ნაწილობრივ გაასაჯაროვეს, დღეს ბაჩო ახალიას მეუღლე და უფლებადამცველი ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა.
ნადარეიშვილი მისი მისამართით პროკურატურის ბრიფინგის დროს გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და აღნიშნულს ახალაიებზე ზეწოლად აფასებს.
მისი განმარტებით, ის მასალები, რომელიც გუშინ მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვა არის ავთენტური, თუმცა, ამბობს, რომ კადრებში თათუხაშვილი ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და ამის შესახებ მას ინფორმაცია ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.

„პროკურატურა არის თავის მართლების პოზიციაში, ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ეწევიან კვლავ ახალაიების ოჯახის დისკრედიტაციას, გუშინ გაავრცელეს და მე ვიყავი ნახსენები, თითქოს რაღაც სურათის „დაშეარება“ მოვახდინე „ფეისბუქზე“ თუ ამაზე მეტი მათ სათქმელი არ აქვთ, ძალიან სამწუხაროა... კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, რომ დაიწყონ გამოძიება შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მათ ეს გამოძიება დაწყებული არ აქვთ და თუნდაც ამით, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ეს ჩვეულებრივი მასალა, როდესაც კორიდორის კამერებით არის დაფიქსირებული როგორ გადაადგილდება ეს ადამიანი, ის რომ მას მიაცემინეს კამერების წინ ჩვენება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მანამდეც გავაკეთეთ განცხადება და ვიცით, რომ მას იარაღი მიუშვირეს და ისე გააკეთებინეს ეს განცხადება. რაც შეეხება კადრებს, ეს არის ჩვეულებრივი მასალა სადაც პროკურატურა არ გაასაჯაროვებდა იმ ფაქტს, რომ თათუხაშვილს თავზე იარაღი დაადეს და ჩვენება ამ სახით მიაცემინეს. მე შალვა თათუხაშვილს პირადად არ ვიცობდი, მაგრამ როგორც მისი ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, ის იყო ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ ამ ვიდეოში“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ნინა გოლოშვილი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42