გენერალ დუმბაძის მკვლელს განაჩენი გამოუტანეს
სამართალი - 20:26, 02 Apr, 2014     2525

მოსკოვის კუნცევსკის სასამართლომ ქართველი გენერლის, რომან დუმბაძის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენის თანახმად, ბრალდებული 52 წლის გოჩა კვირიკაშვილი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მსჯავრდებულის თხოვნით, რომელიც დანაშაულს აღიარებს, საქმე განიხილებოდა განსაკუთრებული წესით – მტკიცებულებების შესწავლისა და მოწმეების დაკითხვის გარეშე. კანონის თანხმად, განსაკუთრებული წესით განხილვისას, ბრალდებულისთვის სასჯელის მისჯა ხდება არა უმეტეს გათვალისწინებული მუხლის ორი მესამედისა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი რომან დუმბაძე, მოსკოვში, საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლიოვსკაიას გზატკეცილზე 2012 წლის 21 მაისს მოკლეს - მოტოციკლიდან დაცხრილეს. მკვლელობის საფუძველი ბიზნესინტერესი გახდა.

2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს თავდაცვის სამინისტროს 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურ რომან დუმბაძემ ჩოლოქის ინციდენტის დროს ქვედანაყოფი მთავარსარდლის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ღალატის გამო ახალგაზრდა გენერალი თანამდებობიდან გადააყენა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამდგარ გენერალს სამაგალითო დასჯით დაემუქრა. რომან დუმბაძე, როგორც სამშობლოს მოღალატე რამდენიმე თვე იძებნებოდა. მოგვიანებით, ის დააკავეს, სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გენერალმა ბორისოვმა, რომელიც რუს ოკუპანტთა სამხედრო ნაწილებს ხელმძღანელობდა საქართველოს მთავრობას ძველი მეგობრის - რომან დუმბაძის გადაცემა მოსთხოვა და ქართველი გენერალი ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა. გენერალმა ბორისოვმა დუმბაძე რუსეთსი წაიყვანა, სადაც 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა და მოსკოვში ცხოვრობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42