26 მაისს გარდაცვლილთა ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდათ
სამართალი - 19:09, 02 Apr, 2014     6362

„მეტრო “თავისუფლების მოედანთან ” მდებარე მაღაზიის სახურავზე 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ აღმოჩენილი სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის ცხედრების ექსპერტიზა დასრულდა“, – ამის შესახებ „კვირას“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის „ვექტორის“ დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ განუცხადა.

გეჯაძის თქმით, ექსპერტიზა მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ცენტრს გამოძიებამ დაუკვეთა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გაახმოვანებს, თუმცა აღნიშნა, რომ ცხედრებს დაზიანებები ჰქონდა, რაზეც დასკვნა უკვე დადებულია და შემდგომი შესწავლა-რეაგირებისთვის გამოძიებას გადაეცა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით. შედეგები გადაეცემა სამართლოს. ფაქტია, რომ არსებობს, როგორც სამართლებრივი, ისე ორგანიზაციული ხასიათის კითხვები. ჩვენც გვაქვს კითხვები, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმსჯელოს. გეტყვით, რომ ორივე ცხედარზე არის გარკვეული დაზიანებები. თუმცა, მე უფლება არა მაქვს, გითხრათ, რა ტიპის დაზიანებებია ეს და როგორ შეიძლება იყოს მიყენებული“, - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ. მისი თქმით, ცხედრებს, როგორც ძვლების კომპიუტერული, ისე სხვა ტიპის გამოკვლევები ჩაუტარდათ. გეჯაძის განმარტებით, ექსპერტებმა ცხედრები სხვადასხვა ადგილას შეისწავლეს. მისი განცხადებით, ერთი გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ცხაკაიას სახელობის საავადმყოფოში, მეორეს კი თბილისში, ღუდუშაურის ინსტიტუტში ჩაუტარდა.

სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის ცხედრები 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის მომდევნო დღეებში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის სახურავზე შემთხვევით აღმოაჩინეს. მაშინ, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მაღალი ძაბვის კაბელთან შეხება დასახელდა. თუმცა, მალევე გაჩნდა ვერსია, რომ ორივე აქციის დაშლის დროს გარდაიცვალა, ხოლო ცხედრები სახურავზე დააწყვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42