ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში გაზის ექსპორტს 2015 წელს დაიწყებს. რუსეთის დღევანდელი მოქმედება უკრაინასთან მიმართებაში, აქტუალურს ხდის ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების საკითხს.
როგორც უნიანი იტყობინება, ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ევროკავშირ-აშშ-ის საბჭოზე ენერგეტიკის შესახებ, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისრის, გიუნტერ ეტინგერის მონაწილეობით.
„აშშ-მა და ევროპამ კიდევ ბევრი უნდა გააკეთონ ენერგომიწოდების დივერსიფიკაციისათვის. ჩვენ ამაზე აშშ-ში ძალიან მძიმედ ვმუშაობთ, და ამის კეთებას 2015 წელს დავიწყებთ“, - თქვა კერიმ.
„ჩვენ მივაწვდით უფრო მეტ გაზს, ვიდრე მთელი ევროპა დღეს მოიხმარს“, -აღნიშნა კერიმ.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






