ჩილეში, მიწისძვრის შემდეგ, ძლიერი ცუნამისთვის ებზადებიან
მსოფლიო - 12:01, 02 Apr, 2014     2683

ჩილეში, ქალაქ იკიკეში, მიწისძვრამ მაგნიტუდით 8,2 სულ მცირე 5 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა, იტყობინება ქვეყნის შსს.

შესაძლო ცუნამის შესახებ გაფრთხილება, რომელიც მიწისძვრის კვალად გამოაცხადეს, წყნარ ოკეანეზე გამავალი ყველა ლათინოამერიკული ქვეყნისთვის - პერუდან ნიკარაგუამდე, მოგვიანებით გააუქმეს ყველა სახელმწიფოსთვის პერუსა და ჩილეს გარდა. ჩილესთან მიმართებაში გაფრთხილება ოთხშაბათს ძალაში დარჩება გრინვიჩის დროით მინიმუმ 08:00 საათამდე.



ჩილეს სამხედრო-საზღვაო ძალები იტყობინებიან, რომ ჩილეს სანაპიროებს ცუნამის დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის ტალღები მიწისქვეშა ბიძგებიდან 45 წუთში დაეჯახა.

მიწისძვრის კერა მცირე სიღრმეზე, ოკეანის ფსკერიდან სულ 10 კილომეტრში მდებარეობდა.

დაღუპულთა შორის არიან გულის შეტევით გარდაცვლილები და ნანგრევებში მოყოლილები. მიწისძვრამ მეწყერები, ელექტროგადამცემი ხაზების წყვეტა, ხანძრები და სეისმური მდგრადობის არმქონე, ძველი


პროექტებით აგებული შენობების დანგრევა გამოიწვია. ნგრევის მასშტაბი უფრო ნათელი გახდება, როდესაც ჩილეში გათენდება (13:48 გრინვიჩის დროით).

გზები ზოგ ადგილას მეწყერებმა ჩახერგა, რამაც შექმნა მანქანების საცობები, რომლებითაც სანაპირო რაიონების მოსახლეობა ცუნამისათვის მიუღწევად მთებში ევაკუირებას ცდილობდა.

სააგენტო ასოშიეიტედ პრესი იტყობინება, რომ ბიძგები მეზობელ ქვეყნებში - ბოლივიასა და პერუშიც იგრძნობოდა.

მიუხედავად გზების გადატვირთვისა, სანაპირო რაიონების მოსახლეობის ევაკუაცია ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მიწისძვრის შემდეგ, ქალთა ადგილობრივი ციხიდან 300-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.

ჩილე წარმოადგენს მსოფლიოს სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რეგიონს.

2010 წელს მიწისძვრამ მაგნიტუდით 8,8 გამოიწვია ცუნამი ჩილეს ცენტრალურ ნაწილში: შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200 ათასზე მეტი სახლი კი დაინგრა.

ასოშიეიტედ პრესი იხსენებს, რომ როდესმე დარეგისტრირებულთაგან, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდით 9,5, ასევე ჩილეში მოხდა. ეს იყო 1960 წელს, დაიღუპა 5 ათას ადამიანზე მეტი.



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42