გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის პასუხი შალვა თათუხაშვილის ადვოკატს
სამართალი - 11:20, 02 Apr, 2014     4544
შალვა თათუხაშვილის ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გადაცემა „არჩევანში“ ეჭვქვეშ დააყენა კუდის თანამშრომლების მიერ სანდრო გირგვლიანის სიკვდილთან შემხებლობა. ირაკლი ზაქარეიშვილს მისი კოლეგა, სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი დავით ჯანდიერი პასუხობს. გთავაზობთ დავით ჯანდიერის განცხადებას:

„რუსთავი 2“-ში სტუმრად მიწვეულმა ადვოკატმა ბატონმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა კუდის თანამშრომლების მიერ სანდრო გირგვლიანის სიკვდილთან შემხებლობა. ვისაც წაუკითხავს, როგორც საქართველოს, ისე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები გირგვლიანის საქმეზე, ეს გარემოება დადასტურებულია და ის ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. განაჩენები არის დამდგარი კუდის თანამშრომლების მიმართ (ბატონები: გ. ალანია, ა.აფციაური, ა.ღაჭავა, მ.ბიბილურიძე). უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განჩინებაში (საქმე N177აპ) მითითებულია, რომ ბ-ნი გ.ალანია იყო კუდის პირველი სამმართველოს უფროსი (განჩინება, პარაგრაფი 4), ბატონები: ა.აფციაური და ა.ღაჭავა - ალანიას დაქვემდებარებული სამმართველოს თანამშრომლები), ხოლო ბ-ნი მ.ბიბილურიძე - კუდის მეორე განყოფილების უფროსი).

რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას: დიახ, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 28.01.2006-17.02.2006 N116 დასკვნით დადასტურებულია, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია, რაც გამოწვეულია მის სხეულზე, კერძოდ, ხორხის სანათურში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით განვითარებული სისხლდენის შედეგად სისხლის სასუნთქ გზებში მოხვედრა. სწორედ იმის გამო, როგორც ეს დაზიანება, ისევე როგორც სხვა დაზიანებები სანდრო გირგვლიანისათვის მიყენებული იქნა ზემოაღნიშნული კუდის თანამშრომლების მიერ (რასაც მოჰყვა ს.გირგვლიანის სიკვდილი), ამ პირთა ქმედება დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ეს კვალიფიკაცია დადასტურებულია ზემოაღნიშნული განჩინებით. სხვა საკითხია, რომ ამ ბატონების ქმედებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაცია უნდა მიეცათ და სასჯელიც შესაბამისი განესაზღვრათ.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საქმე, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს იმსახურებს, მათ შორის ბ-ნი თათუხაშვილის მოითხოვს გაშუქებას, მით უფრო, თუ შედეგი ფატალურია. ამავდროულად, ამავე მოსაზრების გათვალისწინებით, ბუნებრივად მიჩნდება შეკითხვა, რატომ არ მოგიწვევიათ არასოდეს არც ბატონი შალვა შავგულიძე და არც დათო ჯანდიერი - გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები, რომლებმაც გირგვლიანის საქმე დაიცვეს ევროპულ სასამართლოში, რათა ამ საქმის ირგვლივ სამართლებრივი ხასიათის შეკითხვებს გასცემოდა პასუხი. კერძოდ, იმის შესახებ, თუ რატომ დაადგინა ევროპულმა სასამართლომ, რომ სახელმწიფომ დაარღვია სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლის უფლება. გასაგებია, რომ პოლიტიკურად ამ საქმეზე ბევრი საუბრობს,“ - ნათქვამია დავით ჯანდიერის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42