შს მინისტრის მოადგილე აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს ეწვია
სამართალი - 11:05, 02 Apr, 2014     1103

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ და საქართველოს შსს-ს დელეგაციის წევრებმა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს და სხვა პოლიციური სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.

შს მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და შსს-ს აკადემიის რექტორმა. ქართველი სამართალდამცველების ვიზიტი აშშ-ს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე კევინ პერკინსთან, რომელთანაც მოხდა არსებული თანამშრომლობის შედეგების შეფასება და სამომავლო პრიორიტეტების დასახვა. მან ქართველ კოლეგებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ქართველმა სამართალდამცველებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს შტაბ-ბინა და გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემია მოინახულეს.

სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის აკადემიასა და სხვადასხვა პოლიციურ დანაყოფში პრეზენტაციები და საჩვენებელი ღონისძიებები გაიმართა. ასევე შედგა შეხვედრა გამნაღმველთა და ცეცხლსასროლი იარაღების სპეციალისტთა ჯგუფთან. ქართული დელეგაციის წევრები მძევლების გათავისუფლების ჯგუფის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი ოპერატიული დანაყოფის და ტაქტიკური ჯგუფის წევრებსაც შეხვდნენ.

შს მინისტრის მოადგილემ და დელეგაციის წევრებმა ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტრენინგ-ცენტრის დირექტორ ტიმ ბერდონთანაც. საქართველოს შსს-ს აკადემიასა და ტრენინგ-ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებთ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტრენინგ-ცენტრში შსს-ს აკადემიის პატივსაცემად სპეციალური სტენდიც გაიხსნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებასთან დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობს.

აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლობა ძირითადად ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის და სამინისტროსთვის ექსპერტული დახმარების აღმოჩენის მიმართულებებს მოიცავს. შს სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობას ტრეფიკინგთან, საერთაშორისო ტერორიზმთან, ნარკოტრეფიკთან, კიბერდანაშაულთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია აშშ-ს სამართალდამცველთა გამოცდილების გაცნობისა და ქართულ პოლიციაში შესაბამისი ცვლილებების დანერგვისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დადებული შეთანხმების თანახმად, 2014 წელს ქართველი სამართალდამცველები ტრენინგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლიან.


ნინო დათაშვილი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42