მოქალაქეთა ნახევარზე მეტი (52%) იმ ქვეყნებში, სადაც ბი-ბი-სიმ გამოკითხვა ჩაატარა, არ ეთანხმება იმას, რომ „ინტერნეტი აზრის გამოსახატად უსაფრთხო ადგილია“. ინტერნეტის უსაფრთხოების კი სჯერა გამოკითხულთა 40%-ს.
ბი-ბი-სის დაკვეთით, კომპანია GlobeScan-მა დეკემბრიდან თებერვლამდე ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, რომელშიც 17 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხულთაგან დაახლოებით ყოველი მეორე თვლის, რომ ინტერნეტი საკუთარი აზრების გამოსახატად არაუსაფრთხო ადგილია, მაშინ, როდესაც ორი მესამედი (67%) დარწმუნებულია, რომ ინტერნეტი მათ დიდ თავისუფლებას ანიჭებს.
ამერიკელთა დიდი ნაწილი (54%) და გერმანელთა (51%) არ თვლის თავს სახელმწიფო თვალთვალისაგან თავისუფლად. ამავდროულად ჩინეთში 76% თვლის, რომ თავისუფალია სახელმწიფო ორგანოების თვალთვალისაგან, ინდონეზიაში ასეთი 69%-ია, რუსეთში კი 61%.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






