პუტინის გეგმა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე უკრაინის დაპყრობა - The Washington Post
მსოფლიო - 17:53, 01 Apr, 2014     5977

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სათანადოდ ვერ აფასებს ვლადიმერ პუტინსა და რუსეთს, რომელიც ბარაკ ობამამ ამასწინათ „რეგიონალურ“ და არამნიშვნელოვან ქვეყნად მოიხსენია.

ამის შესახებ წერენ The Washington Post-ის მიმომხილველები მოლი მაკკიუ და გრეგორი მანიატისი. ისინი დარწმუნებული არიან, რომ კრემლის გეგმა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების დაპყრობა.

ისინი ვარაუდობენ, რომ უახლოეს წლებს პუტინი ძლიერი ევრაზიული კავშირის შექმნას დაუთმობს, რომელშიც შევლენ სსრკ-ს ყოფილი მოკავშირეები: ინდოეთი და ჩინეთი, ასევე სირია და ვენესუელა.

ინდოეთი და ჩინეთი, დღესდღეობით, რუსულ სამხედრო ტექნოლოგიებზე არიან დამოკიდებული, ხოლო „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ უკვე მუშაობენ ნიუ-დელისა და პეკინთან შეთანხმებებზე. რუსეთი ასევე განავითარებს ეკონომიკურ და სამხედრო ურთიერთობას BRICS-ის ქვეყნებთან.

ეს საშუალებას იძლევა დასავლეთის წინააღმდეგ პლანეტარული ვერტიკალი ააგონ. „მათი თანამშრომლობა შეიძლება გადაიქცეს სამხედრო კავშირად ყოველგავრი ფასეულობების გარეშე, რომელიც ფლობს ჯარებსა და სამიზნეებს, რომლებიც პუტინს ასე დაჟინებით სურს დაუპირისპიროს ნატოს“, - ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამიას, აღნიშნავენ ავტორები, კრემლი ცდილობს ევროკავშირს შიგნიდან დაარტყას, არჩევნებზე ევროპელების მემარჯვენე პარტიებისთვის მხარდაჭერის პროვოცირებით. „მოსალოდნელია, რომ მემარჯვენეები საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, უნგრთსა და სხვა ქვეყნებში, მაისში, ევროპარლამენტის არჩევნებზე პოზიციებს გაიმყარებენ და ჩამოაყალიბებენ დესტრუქციულ ანტიევროპულ და პრორუსულ ბლოკს. ეს საშიშროება გაძლიერდა კვირას, როდესაც ფრანგულმა „ ნაციონალურმა ფრონტმა“ ადგილობრივ არჩევნებზე მნიშვნელოვნად მაღალი შედეგი აჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, - წერენ მიმომხილველები.

The Washington Post-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ დასავლეთს იმედი აქვს, რომ რუსეთი შეიჭრება კონტინენტურ უკრაინაში და გაჩერდება. „მაგრამ იმედი - ეს არ არის სტრატეგია“, - ნათქვამია სტატიაში. ავტორები იძლევიან რჩევას მოემზადონ კრემლთან ხანგრძლივი კონფრონტაციისათვის, რომელიც უკვე დაიწყო უკრაინის გამო.



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42