მერკელმა ცზინპინს აჩუქა „ჩინეთის პირველი ზუსტი რუკა“ რუსეთში შესული ტერიტორიებით
მსოფლიო - 14:18, 01 Apr, 2014     12948

გერმანიაში ვიზიტისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, სი ცზინპინს, კანცლერმა ანგელა მერკელმა არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა. მან კომუნისტ ლიდერს ჩინეთის ძველი რუკა გადასცა. ამ საჩუქარმა ჩინეთის ბლოგების მთელი სფერო აღაფრთოვანა.

28 მარტს, მერკელმა თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც საჯაროდ იშვიათად ჩანს, ჩინეთის ხელმძღვანელსა და პირველ ლედის უმაღლეს დონეზე მიღება მოუწყო. შეხვედრისას ორივე მხარემ ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. სიმ საჩუქრის სახით ფაიფურის ლარნაკების კომპლექტი გადასცა, ხოლო მისმა მეუღლემ - CD-დისკი ჩინური ხალხური სიმღერებით. ფრაუ კანცლერმა კი სი ცზინპინს 1735 წელს გერმანიაში შედგენილი „ჩინეთის პირველი ზუსტი რუკა“ აჩუქა.

ინფორმაცია რუკის შესახებ, რომლის ფოტოც ჰონკონგურმა მედიამ გაავრცელა, ელვის სისწრაფით მოედო ჩინურ ბლოგების სფეროს და ახალი პატრიოტული გრძნობები წარმოშვა.

საქმე იმაშია, რომ ამ რუკაზე აღნიშნული ძალიან ბევრი ტერიტორია, დღესდღეობით, ჩინეთს აღარ ეკუთვნის, მათი დიდი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაშია.

1735 წელს, ჩინეთში ცინების მანჯურიული დინასტია იყო. ჩინეთის იმპერიაში იმ დროს შედიოდა ნაწილობრივ შორეული აღმოსავლეთი, ურიაჰაის მხარე (ტივა), ციმბირი და სამხრეთ-ჩინური ზღვა თავისი კუნძულებით.

საჩუქრისათვის ბევრი ჩინელი ბლოგერი მერკელს ემადლიერება და ამბობენ, რომ ის „ასი ათას სიტყვაზე უფრო მეტყველია“.

ქვემოთ მოყვანილია ჩინელების რამდენიმე გამონათქვამი თავისი დამახასიათებელი არაპირდაპირი, მაგრამ საკმარისად ნათელი მინიშნებებით:

„ყირიმის მაგალითზე ჩვენ რუსეთმა კარგი მაგალითი მოგვცა თუ როგორ უნდა დაიცვა საკუთარი ტერიტორიები“.

„ეს რუკა, რომელიც გერმანელებმა გვაჩუქეს, ზედემტი სიტყვების გარეშე ლაპარაკობს იმაზე, თუ ვინაა ჩვენი ნამდვილი მტერი“.

„ჩვენ თითქმის ასი წელია სიხარულით ვატარებთ იმპერიალიზმთან ბრძოლის დროშას, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიწას სულაც არ იპყრობენ ბოროტი იმპერიალისტები“.

„ეს რუკა ნამდვილი განძია! ეს ძვირფასი საჩუქარია ღრმა აზრით! მისი მნიშვნელობის შეფასება რთულია, მაგრამ ამაზე პირდაპირ ლაპარაკი არ შეიძლება, სხვაგვარად დაბლოკავენ (ცენზურა)“.

„ამ რუკაზე ყველაფერია, რაც უნდა გვქონდეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში!“

„ჩვენ უბრალოდ პირაპირ გვითხრეს, რომ ყველა ქვეყნიდან, რუსეთმა ყველაზე მეტი ჩვენი მიწა წაიღო“.

„დაე ჩვენმა მთავრობამ ყურადღებით დაათვალიეროს ეს რუკა და აწმყოს შეუსაბამონ. რამდენად დაპატარავდა ჩვენი ქვეყანა! ნუთუ არ რცხვენიათ ამის გამო?“



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42