სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები 76-მა მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და 1 ქალბატონია. საბჭოების სხდომები 25, 31 მარტსა და 1 აპრილს ჩატარდა, სადაც 900-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა იქნა განხილული. შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას გათვალისწინებული იქნა დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2819 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 320 ქალი და 46 არასრულწლოვანი.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






