მაშინ, როდესაც სიმსივნის გაჩენის რისკს გენეტიკურად მოდიფიცირებულ საკვებსაც აბრალებენ და სახელმწიფოები ბაზარზე ორგანული და გენმოდიფიცირებული პროდუქტების დაყოფაზე მუშაობენ, მეცნიერებმა ახალი დასკვნა გამოიტანეს. მათი თქმით, ორგანული საკვები ქალბატონებში სიმსივნის გაჩენას სულაც არ უშლის ხელს.
აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც ბოლო 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ორგანული ხილითა და ბოსტნეულით ივკებებოდნენ, სიმსივნის 16 სახეობიდან რომელიმეთი დაავადებით ზუსტად ისევე არიან საფრთხეში, როგორც – გენმოდიფიცირებულ საკვებს მიჩვეული ქალბატონები.
ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება ნატურალური საკვები მიიღონ, რადგან სჯერათ, ამით ჯანმრთელობას შეინარჩუნებენ. ამ რჩევას მათ მეცნიერები თავად აძლევდნენ, თუმცა ამჯერად ისინი სხვანაირად საუბრობენ.

50 წელს გადაცილებულ 600 000 ქალბატონზე დაკვირვების შედეგად, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ ნატურალურ პროდუქციას მიირთმევდნენ და პერიოდულად ჯანმრთელობის მონიტორინგს იტარებდნენ, აღმოჩნდა, რომ მათგან 50 000 ქალი სიმსივნით დაავადდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ტომ კეი ამ შედეგებზე გაჩერებას და კვლევის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა, სხვა სახის დაკვირვების შემდეგ დასკვნა რომელიმე კუთხით შეიცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები






