საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე შესაბამის ოქმს ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოაწერეს ხელი.
ამ ოქმით, საქართველომ და ტუვალუმ დაამყარეს საკონსულო და დიპლომატიური ურთიერთობები. ოქმში ხაზგასმულია, რომ ტუვალუ აღიარებს საქართელოს ტერიტირიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისი რეგიონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.
"საქართველო მიესალმება ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გამყარებას და გამოთქვამს იმედს, რომ ტუვალოს ამგვარი გადაწყვეტილება მაგალითი გახდება, იმ რამდენიმე სხვა სახელმწიფოსთვისაც რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გზით აღიარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრი ტაუკელინა ფინიკასუ თბილისს 30 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ტუვალუს დელეგაცია ასევე შეხვდება პრემიერმინიტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს და საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






