ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვს. ადვოკატის თქმით, პროკურატურის ცაკლეული მუშაკების მიერ ჩადენილი თვითნებობა ყოველგვარ ზღვარს გადაცდა.
“მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან საქართველოს მთავარი პროკურორი და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობამ თანამდებობა დატოვოს. პროკურატურის ცაკლეულ მუშაკთა მიერ ჩადენილი თვითნებობები ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. სახეზეა, არაერთი დანაშაული მიმართული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში, უპირველესად, შალვა თათუხაშვილის საქმეს ვგულისხმობ, როდესაც ადამიანი უსასტიკესად აწამეს და სასიკვდილო შედეგი დადგა, ქვეყენაში, სადაც ასეთი რამ ხდება, მთავარ პროკურორსა და პროკურატურის ხელმძღვანელობას უფლება არ აქვს თანამდებობებზე დარჩნენ’’, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






