მთავარი პრობლემა - საპატიმროებში არსებული მდგომარეობა
სამართალი - 12:14, 31 Mar, 2014     1947
სახალხო დამცველმა 2013 წლის ანგარიშის პრეზიდენტაცია გამართა. ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს პროკურატურას, რათა პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი გამოიძიოს. ანგარიშის პრეზენტაციაზე უჩა ნანუაშვილმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ტენდენციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია, ასევე, შრომის კოდექსში შევიდა პოზიტიური ცვლილებები, დაიწყო მუშაობა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე, საერთო სასამართლოებში დაშვებულ იქნება ფოტო-ვიდეო და აუდიო გადაღება.

ომბუდემენის ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზეცაა საუბარი.

“პრობლემებიდან პირველ რიგში, მინდა, დავასახელო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, ჩვენთვის ძალიან საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაციები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა უსაფრთხებისა და სიცოცხლის დაცვა. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია მთავარი პროკურატურისადმი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტზე გამოძიების დაუყონებლივ დაწყება სწორედ პროკურატურის მხრიდან”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენის კიდევ ერთი რეკომენდაცია სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება. ნანუაშვილის თქმით, სავარაუდო დარღვევების შესახებ ომბუდსმენის ოფისში არაერთი განცხადებაა შესული. სახალხო დამცველი ხელისუფლებას ამ ფაქტების ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. “სწორედ ამიტომ, ჩვენი თხოვნა პარლამენტისადმი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექნიზმის შექმნა, რომელიც მსგავსი შემთხვევების მიუკერძოებელ გამოძიებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველი დახურულ დაწესებულებებში დარღვევების დაფიქსირების უზრუნველყოფ მიზნით უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს.ნანუაშვილის თქმით, კანონში შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულს უფლება მიეცემა, ყველა დახურულ დაწესებულებაში მსჯავრდებულის დაზიანებებისა და გარემოს ფოტოგადაღება მოახდინოს.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42