შინაგან საქმეთა სამინისტომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემის ფაქტს გულისხმობს.
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს თავს გვიან ღამით დაესხნენ. ინციდენტის შედეგად მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.
“დაახლოებით 03:00 საათისთვის დავბრუნდი სახლში. სახლთან დამხვდა 3 მანქანა, რომლებშიც იყო დაახლოებით, 7 ან 8 ადამიანი. ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ ისინი თავს და დაახლოებით, 2 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში ჩემი შეგდება და ყველანაირად ცდილობდნენ როგორმე მანქანაში შევეტენეთ. როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა ორჯერ დამადო ელექტროშოკი”,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






