ევროპის კავშირი თავის პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპის მეზობელ ქვეყნებთან უკრაინული კრიზისის გათვალისწინებით გადახედავს. ამის შესახებ გერმანულ გაზეთს Frankfurter Allgemeine Zeitung გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განუცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი არ შეწყვეტს მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო კოოპერაციას. „ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის წინადადება ჩვენი პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ-ქვეყნებთან, კვლავ აქტუალურია“, - განაცხადა შტაინმაიერმა. „ჩვენმა პოლიტიკამ შესაბამისი რაქცია უნდა მოახდინოს პოლიტიკურ რეალობაზე. ჩვენ არ ვაიძულებთ ჩვენ აღმოსავლელ მეზობლებს მიიღონ გადაწყვეტილება პრინციპით „ან - ან“, - წერს გაზეთი.
31 მარტს, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ საკითხს, როგორ ითანამშრომლონ აღმოსავლელ პარტნიორებთან მოქნილად, რათა ისინი იძულებული არ გახდნენ გააკეთონ არჩევანი რუსეთასა და ევროკავშირს შორის.
გამოცემის თქმით, ადრე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ევროპის პოზიციამ უკრაინას, იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით, რუსეთისაკენ უბიძგა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






