ობამასგან ნატოს საგანგებო სესიის მოწვევას ითხოვენ
პოზიცია - 02:43, 30 Mar, 2014     3685

აშშ-ს კონგრესმენი ბაკ მაკკეონი, კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესის შვიდ ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად წერილით მიმართავს ბარაკ ობამას, მოთხოვნით - გადაუდებლად გაიზარდოს ამერიკული არმიის ბრძოლისუნარიანობა ევროპაში რუსეთის მოქმედებების გამო.


ბატონო პრეზიდენტო,

ჩვენ მოგმართავთ წერილით იმ საგანგაშო სიტუაციიდან გამომიდნარე, რაზეც მეტყველებს ის უახლესი ინფორმცია, რომელიც აღმოჩნდა ჩვენს განკარგულებაში და მოითხოვს გადაუდებელ მოქმედებებს.

ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ რუსეთის აგრესიული მოქმედებების გამო უკრაინაში და აგრეთვე შეტყობინებებით იმის შესახებ, რომ მოსკოვი ემუქრება ჩვენს მოკავშირეებს ბალტიის ქვეყნებში.

ჩვენ მოვუწოდებთ თქვენს ადმინისტრაციას, ნატოში ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობის ფარგლებში, გადაეცეს უკრაინის მთავრობას ჩვენს ხელთ არსებული სადაზვერვო მონაცემები, რათა დავეხმაროთ, მიიღონ დროული და შესაბამისი ზომები თავიანთი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, რაზეც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა.

ჩვენ აგრეთვე დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-სთვის კატეგორიულად აუცილებელია, მიიღოს პრევენციული ზომები, რეგიონში ამერიკული არმიის წარმომადგენლობის გაზრდისა და მათი სრული მზადყოფნის კუთხით, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

აქვე, ჩვენ გვსურს, მივაპყროთ ყურადღება თქვენი ადმინისტრაციის მაღალჩინოსათნა მიერ გაკეთებულ ღია ანგარიშებს, საიდანაც იკვეთება, რომ ათი ათასობით რუსული არმიის წარმომადგენელი კონცენტრირებულია უკრაინის საზღვრებთან და იქ აწარმოებენ სწავლებებს. აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან რუსული სპეცდანიშულების ძალები, რომელთა მიზანია სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის პროვოცირება. აგრეთვე, შესამჩნევია რუსული საზღვაო და სახმელეთო სამხედრო ძალების გადაადგილება ბალტიისპირეთის სიახლოვეს.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მოსკოვმა შესაძლოა განახორციელოს შეჭრა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, დასავლეთიდან მოახდინოს ზეწოლა დნესტრისპირეთზე და აგრეთვე, ეძებოს შესაძლებლობები ბალტიის ტერიტორიების მიტაცების.

ამ კვირაში ბრიუსლეში ევროპის დაჯგუფების მეთაურმა გენერელმა ფილიპ ბრიდლემ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებთან განლაგებულია შთამბეჭდავი რაოდენობა რუსული შეიარაღებული ძალების, რომელიც სრულ მზადყოფნაშია. მან აგრეთვე განაცხადა, აბსოლუტურად ლოგიკურია არსებული ძალების განლაგება უკრაინაში იმისათვის, რომ ისინი იქნან დაძრული დნესტრისპირეთის მიმართულებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. და ეს ძალიან დიდი საფუძველია განგაშისთვის. როგორც ცნობილია, აშშ-ს ევროპის დაჯგუფების სარდალმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორედ განგაშის შეტყობინება მიიღეს.

ბატონო პრეზიდენტო,

თქვენ განაცხადეთ, რომ მუშაობთ უწყვეთ კონტაქტში უკრაინის მთავრობასთან. ჩვენ გთავაზობთ, რომ ასეთი კონტაქტი უნდა შეიცავდეს მათთვის ნებისმიერი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას რუსული არმიის გადაადგილებისა და უკრაინაზე შეტევის განხორიცელების შესაძლო სცენარების შესახებ. ასეთი ინფორმაციის გადაცემა უკრაინის მთვრობას მისცემს საშუალებას, მიიღოს აუცილებელი ზომები თავისი ხალხის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ჩვენ აგრეთვე დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ უცილებლად უნდა უბრძანოთ თავდაცვის მინისტრს განგაშის დონის აწევა და ამერიკული შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გადაუდებელი გაძლიერება, ევროპაში მოწინავე სწრაფი რეაგირების ძალების ჩართვით.

თუ არ მივიღებთ მსგავს შემაკავებელ ზომებს რუსული აგრესიის საპირისპიროდ, ეს მკვეთრად გაართულებს შესაძლებლობას დიპლომატიური და მშვიდობიანი გზებით პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ჩვენ ყველას გვსურს.

აშშ-სა და ნატოს უმოქმედობა მხოლოდ წაახალისებს რუს სამხედრო სტრატეგებს და ესკალაციის ალბათობა მომავალში უფრო გაიზრდება.

გამომდინარე აქედან, ჩვენ მოგიწოდებთ, მოიწვიოთ ნატოს საბჭოს საგანგებო რიგგარეშე სესია მინისტრს ჰეიგელისა და თავმჯდომარე დემპსის ხელმძღვანელობით და ნატოში ჩვენი მოკავშირეებისგან მოვითხოვოთ, მოყვანილ იქნას, აგრეთვე, მათი შეიარაღებული ძალები იმ დონის საბრძოლო მზადყოფნაში, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე კვალიფიცირდება მე-5 სტატიით. (მე-5 სტატია ითვალისწინებს, ნატოს წევრების ვალდებულებას, მოახდინონ ჩარევა რომელიმე წევრი ქვეყნის მიმართ განხორიცელებული სამხედრო აგრესიის დროს.)

ბატონო პრეზიდენტო,

ჩვენ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, შევაჩეროთ რუსული აგრესია. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ერთგული ვრჩებით ჩვენი ვალისა უკრაინის, ჩვენი ევროპელი მოკავშირებისა და პარტნიორების წინაშე. მან ნათლად უნდა დაინახსო აშშ-ს განზრახვა, განზრახვა თუნდაც სამხედრო მოქმედებების ჩათვლით. და აბსოლუტურად მკაფიოდ უნდა გაიგოს, თუ რა ფასის გაღება მოუწევს მას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42