იანუკოვიჩმა ახსნა, რატომ არ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას
მსოფლიო - 15:25, 28 Mar, 2014     3693

იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმი დაკარგა, და პირობა დადო, რომ მიაღწევს ქვეყნის დანგრევაში დამნაშავეების დასჯას. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, დევნილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „უკრაინელი ხალხის უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა შეიტყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცხოვრების რეალური სურათი, თანდათანობით ყველგან ძალადობის მატების, ანარქიისა და მოახლოებული ეკონომიკური კატასტროფის შესახებ“.

მისი თქმით, „უკრაინის კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდება დასავლეთში დაიგეგმა, და ეს ასეთი სცენარის პირველი მაგალითი არ არის“. „ამ შეიარაღებულმა „ასეულებმა“ და სახელმწიფო პროცესების არაადექვატურმა მართვამ, იმავე წამს გამოიწვია ხალხის რეაქცია - უკრაინამ ყირიმი დაკარგა“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.

„ჩვენ ეტაპობრივად ვზრდიდით ხელფასებს, პენსიებს, ქვეყნის რეფორმირებას, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებით, ვემზადებოდით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე და ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. მაგრამ ოქტომბრის თვეში აღმოვაჩინეთ, რომ ამ შეთანხმებებს არ გაუვლიათ სავალდებულო საპარლამენტო მოსმენები საქონელმწარმოებელთა თანდასწრებით, - აღნიშნა იანუკოვიჩმა. - და როდესაც ამ საკითხის ფორსირება დაიწყეს, და ინფორმაცია მივიდა მსხვილ წარმოებებამდე, საქონელწარმოების გაერთიანებებამდე, მაშინ ეს მათთვის შოკი იყო“.

„ჩვენი, უკრაინული წარმოება კონკურენტუუნარო ხდებოდა. საკუთარი სამომხმარებლო ბაზრიდან წასვლა ხდებოდა საჭირო“, - აღნიშნა იანუკოვიჩმა.

უმუშევარი დარჩებოდა 7-8 მილიონი ადამიანი, რაც უკრაინის შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ანალოგიური პრობლემა ეხებოდა პრაქტიკულად მთელ მანქანათსამშენებლო კომპლექსს, ენერგეტიკულ, სამხედრო-მრეწველობის კომპლექსებს და ასე შემდეგ. „ჩვენ არ გვქონდა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ჩვენი პარტნიორებისათვის ევროკავშირიდან შეგვეთავაზებინა პაუზის აღება, გაგვემართა სამმხრივი მოლაპარაკებები ევროკავშირ, უკრაინა, რუსეთის ფორმატში“, - ხაზი გაუსვა იანუკოვიჩმა.

„როგორც პრეზიდენტს და როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტს, ასეთ პირობებზე წასვლა არ შემეძლო“. „მაგრამ ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, ყველაზე საშინელ სიზმარშიც წარმოუდგენელი იყო...“, - თქვა ექს-პრეზიდენტმა.



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42