„როგორც პრეზიდენტი, რომელიც თქვენთანაა სულითა და გულით, მოვუწოდებ უკრაინის ყოველ საღად მოაზროვნე მოქალაქეს - არ გამოაყენებინოთ თავი თვითმარქვიებს! მოითხოვეთ რეფერენდუმის ჩატარება უკრაინის ყველა რეგიონში სტატუსის განსასაზღვრად“, - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში უკრაინელი ხალხისადმი, რომელიც სააგენტო იტარ-ტასსმა გამოაქვეყნა.
მხოლოდ სრულიად უკრაინული რეფერენდუმი, და არა სასწრაფო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, შეძლებს პოლიტიკური სიტუაციის მნიშვნელოვნად დასტაბილურებას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ერთიანობის შენარჩუნებას, მიიჩნევს იანუკოვიჩი. კანონმდებლობაში არაკონსტიტუციური ცვლილებების შეტანა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ, „გამორიცხავს სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობას, როცა არ უნდა ჩატარდეს ის“, - დარწმუნებულია ექს-პრეზიდენტი.
იანუკოვიჩმა „პარტია რეგიონების“ ყრილობისადმი მმართვაში ასევე ითხოვს მისთვის საპატიო თავმჯდომარის უფლება-მოსილების მოხსნას და პარტიიდან გარიცხვას.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






