ევროკომისია: საქართველომ გასული წლის რეკომენდაციების უმეტესობა შეასრულა
მსოფლიო - 12:53, 28 Mar, 2014     1696
ევროკომისიამ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს და ევროკავშირი-საქართველოს ENP-ის სამოქმედო გეგმის შესრულებას ასახავს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდი საქართველო-ევროკავშირის შორის პოლიტიკური დიალოგის ინტენსიობით, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებით გამოირჩეოდა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანამ გასული წლის რეკომენდაციების უმეტესობა შეასრულა. ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმოა შეფასება, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იყო საუკეთესო ქვეყანაში დღემდე ჩატარებულ არჩევნებს შორის და სრულიად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ევროკომისიის შეფასებით, “2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ შეძლო წარმატებით გადაელახა ძალზე კომპლექსური და უპრეცენტენდო ხელისუფლების გადაბარების ეტაპი, რეფორმებისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეუფერხებლად”.

ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ფაქტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის კურსისადმი. ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, მედია გარემოსა და პენიტენციალურ სისტემაში ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ევროკავშირი განსაკუთრებით მიესალმება კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რის შედეგადაც საქართველოს პარლამენტის როლი გაიზრდა.


ანგარიშის თანახმად, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში ძალიან კარგი პროგრესი აჩვენა. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევ მხარდაჭერას და მზაობას, ხელი შეუწყოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42