ბორის ბერეზოვსკი - მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა?
მსოფლიო - 11:57, 28 Mar, 2014     3148

27 მარტს, დიდ ბრიტანეთში დასრულდა ბორის ბერეზოვსკის საქმის ორდღიანი მოსმენა - ოლიგარქი პოლიტიკოსის სიკვდილის მიზეზების გამორკვევა.მოსმენა მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული „ინკვესტის“ ფარგლებში, ქალაქ უინძორის მერიაში. მას მოსამართლე პიტერ ბედფორდი მართავდა.

ინკვესტი - ეს სპეციალური სასამართლო კვლევაა, რომელიც ტარდება დიდ ბრიტანეთში, გაურკევეველ ვითარებაში, ძალადობრივი ან უეცარი სიკვდილის შემთხვევაში. მისი მთავარი მიზანია სიკვდილის მიზეზის და მასთან კავშირის მქონეების დადგენა. 23 მარტს, ბორის ბერეზოვსკის სიკვდილიდან ერთი წელი გავიდა. ის გარდაცვლილი იპოვა მისმა მცველმა ასკოტში, ბერქშირის საგრაფოში, მისი მეორე მეუღლის გალინა ბეშარავოის სახლში. მას ყელზე შარფის ნაგლეჯი ჰქონდა, რომლის მეორე ბოლოც მიმაგრებული იყო შხაპის ხარიხაზე.

მოსმენის გახსნისას, მოსამართლემ უპირველესად აღნიშნა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბერეზოვსკიმ საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო, „არ შეესაბამება სიმართლეს: გარდაცვლილის ვინაობა არ იწვევს ეჭვს, ეს იყო პლატონ იელეპინი, რომელიც მანამდე ცნობილი იყო ბორის ბერეზოვსკის სახელით“.

პირველმა ჩვენება მისცა ბერეზოვსკის მცველმა ავი ნავამამ, რომლემაც შეფის გვამი სააბაზანო ოთახში იპოვა. მისი თქმით, ბოლო დროს, სიკვდილამდე, ბერეზოვსკი დათრგუნულად გამოიყურებოდა და აშკარად დეპრესიაში იმყოფებოდა. მოსამართლის კითხვაზე, თვლის თუ არა ის, რომ შესაძლოა ბერეზოვსკი მოკლეს, ნავამამ უარყოფითად უპასუხა. სასაწრაფო დახმარების ექიმმა ჯონ პოკოკმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ბერეზოვსკის სიკვდილს თვითმკვლელობად მიიჩნევს და ის უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო სასაწრაფო დახმარების მისვლამდე. მოსმენის პირველ დღეს, გამოსვლისას, ბერეზოვსკის თანაშემწემ და ადვოკატმა მიხაილ კოტიკმა აჩვენა, რომ ბერეზოვსკის სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რაც რომან აბრამოვიჩთან სასამართლო დავის წაგების შემდეგ, უზარმაზარმა სასამართლო ხარჯებმა გამოიწვია.

მოწმეების სახით, ჩვენება ასევე მისცეს ბერეზოვსკის უფროსმა ქალიშვილმა ელიზავეტამ და ვაჟმა არტიომმა. ქალიშვილმა განაცხადა, რომ მისი მამის საქმეში ყველა კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული და არ გამორიცხავს, რომ მამამისი პუტინის კრიტიკის გამო მოწამლეს. ვაჟმა აღნიშნა, რომ მამა ხშირად საუბრობდა მასთან თვითმკვლელობაზე.

მოსამართლემ წაიკითხა პოლიციის დასკვნა, რომელიც, გამოძიების ჩატარების შემდეგ, მივიდა აზრამდე, რომ სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობაა. სასამართლო ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ შარფი, რომელიც ბერეზოვსკის ყელზე აღმოაჩინეს, შესაძლებელია თვითმკვლელობის იარაღი ყოფილიყო და შეეძლო მისი სხეულის წონისათვის გაეძლო. ესვე დაადასტურა გაკვეთის ჩამტარებელმა პათოლოგოანატომმა საიმონ პულმა. მისი თქმით, გაკვეთისას აღმოჩნდა თვითმკვლელობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მან მკვლელობის ვერსია უარყო. მოსამართლის კითხვაზე, შეეძლოთ თუ არა ბერეზოვსკი გაეგუდათ და შემდეგ ჩამოეკიდათ, პატოლოგოანატომმა ასევე უარყო. მოსმენაზე ასევე გამოაცხადეს ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის შედეგები, რომელშიც ნათქვამია, რომ ბერეზოვსკის სხეულში აღმოჩენილი სამკურნალო საშუალებები ვერ იქნებოდა სიკვდილის მიზეზი და რომ გვამში ასევე ვერ აღმოაჩინეს რადიაციის კვალი. ამის შემდეგ მოსამართლე ბედფორდმა განაცხადა, რომ არანაირი მტკიცებულება ბერეზოვსკის მოწამვლის ან მისი რადიაციით დასხივების არ არსებობს. თვითმკვლელობის ვერსია ინკვესტზე დომინირებული გახდა.

საწინააღმდეგო ვერსია წარმოადგინა გერმანელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, პროფესორმა ბერნდ ბრინკმანმა, რომელსაც ბერეზოვსკის სიკვდილზე თავისი დასკვნის დადება ოჯახმა სთხოვა. მოსმენაზე წაიკითხეს მისი საექსპერტო ანგარიში, რომელშიც მან თვითმკვლელობის ვერსია უარყო, და ირწმუნება, რომ ბერეზოვსკი უკნიდან გაგუდეს, ხოლო შემდეგ ორმა უცნობმა პირმა სააბაზანო ოთახში ჩამოკიდა. თუმცა, მოსამართლე ბედფორდი სკეპტიკურად მიუდგა გერმანელი ექსპერტის ვერსიას.

ერთსაათიანი შესვენებისას, მოსამართლემ ინკვესტზე წარმოდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, წაიკითხა თავისი ანალიზი და გამოაცხადა, რომ ვერდიქტი ღია რჩება, - ის ვერ მივიდა ბერეზოვსკის სიკვდილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე და არ შეუძლია დარწმუნებით დაამტკიცოს, მოკლეს ის, თუ თავი მოიკლა, ვინაიდან მას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები რომელიმე ვერსიის სასარგებლოდ.

ბრიტანულ იურიდიულ სისტემაში ღია ვერდიქტი ნიშნავს, რომ ძიაბაში მყოფი სიკვდილი ეჭვქვეშ რჩება, ხოლო მისი მიზეზის დანამდვილებით განსაზღვრა შეუძლებელია. ამდენად, ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალება, ინკვესტის შემდეგაც ამოუხსნელი რჩება.



რადიო "თავისუფლების" მასალებზე, მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42