უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთის მხარეს გადასცა ნოტა, რომელშიც გამოხატულია შეშფოთება ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის უკრაინასთან მიმართებაში განაცხადის მნიშვნელობის გამო, რომელიც ჰააგაში ბრიფინგზე 25 მარტს გაკეთდა.
ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენი პერებინისმა.
მან განაცხადა, რომ 26 მარტს სამინისტროში გამოიძახეს უკრაინაში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს დესპანი მრჩეველი არგინ ოსპანოვი.
როგორც ცნობილია, 25 მარტს, ჰააგაში ბრიფინგზე ნაზარბაევმა თქვა, რომ უკრაინის ამოცანაა არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას იძლევა სიტუაცია სამართლებრივ ველში დაბრუნდეს.
„უნდა აირჩეს კანონიერი პრეზიდენტი, პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება. შემდეგ, ამის საფუძველზე, აუცილებელია მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვა და არსებული მდგომარეობიდან ერთობლივი გამოსვლა“, - თქვა მან.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






