პუტინის ქალები
ეს საინტერესოა - 18:05, 27 Mar, 2014     33551

ნომერ ერთ პრეტენდენტად ჟურნალისტებმა ალინა კაბაევი მიიჩნიეს. ის არის ოლიმპიური, მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში და „ედინაია რასიას“ დეპუტატი სახელმწიფო დუმაში. დასავლეთის პრესა დიდი ხნის წინაც წერდა პუტინსა და კაბაევას შორის სერიოზულ რომანზე. ამბობენ, რომ სპორტსმენს ქალიშვილი და ვაჟიშვილი რუსეთის პრეზიდენტისაგან ჰყავს. ოფიციალური კრემლი ამის შეესახებ დუმილს ინარჩუნებდა, ხოლო ალინას პრეს-მდივანი უარყოფდა არამარტო რომანს, არამედ ბავშვების არსებობასაც: „ალინა მარატის ასულს საერთოდ არ ჰყავს შვილები - არც ბიჭი, არც გოგო. მითუმეტეს პუტინისაგან“. ასევე ამბობენ, რომ კაბაევა ბავშვებთან ერთად დიდი ხანია ცხოვრობს რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში.

მედიის აზრით, პუტინის ცოლობის არანაკლები შანსი აქვს მსახიობს, ცნობილი საბჭოთა ხოკეისტის ქალიშვილს, მხატვრული ტანვარჯიშის სპორტის ოსტატს მარია კოჟევნიკოვას. ის ფილმებში მონაწილეობდა, იღებდნენ Playboy-სა და Maxim-ში, ხოლო შემდეგ, უცებ მიატოვა სამსახიობო კარიერა და პოლიტიკაში გადაინაცვლა. ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინისადმი სიყვარულით გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტად კარგ ხანს ასახელებდნენ ოპერის მომღერალ ანა ნეტრებკოსაც. რუსეთის პრეზიდენტი ასეთი ვარაუდის მიზეზსაც იძლეოდა - ის მას უწოდებდა „მსოფლიო საოპერო სცენის ერთ-ერთ კაშაკაშა ვარსკვლავს, ესწრებოდა სპექტაკლებს და პირადად გადასცემდა ჯილდოებს. საპრეზიდენტო არჩევნებისას, ანა პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც, რამდენიმე წლის წინ, ნეტრებკომ ურუგვაელი ბარიტონისაგან, ერვინ შტორისაგან ბიჭი გააჩინა, ჭორები შეწყდა.

საინფორმაციო საშუალებებში არაერთი სტატია გამოქვეყნდა რუსეთის სახალხო არტისტთან, სვეტლანა ზახაროვასთან პუტინის რომანზე. დიდი თეატრის პრიმა, რომელსაც მსოფლიოში „მსოფლიო ბალეტის რუსულ ბრილიანტს“ უწოდებენ. ბალერინა რუსეთის პრეზიდენტთან კულტურის საბჭოს წევრია, რაც ადასტურებს მის სიახლოვეს პუტინთან. სვეტლანა ინტერვიუშიც არ მალავს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩზე ბევრითაა დამოკიდებული. ის არამარტო პირადად ჩუქნის ყვავილებს სპექტაკლების შემდეგ, არამედ ჯილდოებსაც არ იშურებს. როდესაც დიდი თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზეა, სწორედ ის - უფრო სწორად, სპექტაკლები მისი მონაწილეობით, ხსნიან და ხურავენ გასტროლებს, რაც თეტრის დირექციის მხრიდან განსაკუთრებული დამოკიდებულების ნიშანია.

კრემლის ტახტის კიდევ ერთი პრეტენდენტი იანა ლაპიკოვაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ჯერ კიდევ პუტინის პრემიერ-მინისტრობისას გახდა.

ბრიტანული მედია დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის საყვარელი „ჯაშუში“ ანა ჩაპმანია. მის სასარგებლოდ ორი მონაცემია: გარეგნული მომხიბვლელობა და საერთო ინტერესები.


"პოდრობნოსტის" მასალებზე მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42