როგორც წყარო იტყობინება, რუსული ჯარების მანევრები უკრაინის საზღვართან იმეორებს რუსეთის არმიის მოქმედებას საქართველოსა და ჩეჩნეთის კონფლიქტის წინ.
აშშ-ის დაზვერვამ თეთრი სახლი რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობის გაზრდის შესახებ გააფრთხილა, იუწყება CNN.
საიდუმლო ანგარიშში, რომელზეც ჟურნალისტებს, ანონიმურობის პირობით, აშშ-ის ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელომა მოუყვა, საუბარია უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რომელიც ჰგავს რუსეთის მიერ ჩეჩნეთსა და საქართველოსთან ომების წინ განხორციელებულ მანევრებს.
ამ ანგარიშთან დაკავშირებით რესპუბლიკელმა სენატორებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების კომიტეტიდან, პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაუგზავნეს საიდუმლო წერილი, რომელშიც, მოვლენების ასეთი განვითარების გამო, უკიდურესი აღშფოთება გამოხატეს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ფილიპ ჰამონდის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უკრაინის მატერიკულ ნაწილში შეჭრის გეგმას ამზადებს.
რუსეთს, დასავლეთის საზღვარზე, უკვე მობილიზებული ჰყავს 30 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ მომენტში მობილურად გადაადგილდნენ უკრაინის ტერიტორიაზე.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






