ევროკავშირსა და აშშ-ს უკრაინის შესახებ მყარი კოორდინირებული პოზიცია აქვთ და მზად არიან რუსეთის წიანააღმდეგ, უკრაინაში მისი მოქმედებისა და ყირიმის ანექსიის გამო, სანქციები გააძლიერონ.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, 26 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირ-აშშ-ის სამიტის შემდეგ, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.
„მომდევნო ესკალაციის შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ მზად არიან გაააქტიურონ სანქციები. ეს ჩვენი შეთანხმებული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა რომპეიმ.
ყირიმის ანექსიაზე საუბრისას, რომპეიმ რუსეთის ამ მოქმედებას „21-ე საუკუნის სირცხვილი“ უწოდა. „ჩვენ არ ვაღიარებთ. სიტუაციის დეესკალაცია, მოცემულ მომენტში, ნომერი ერთი პრიორიტეტია“, - თქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მან პოზიტიურად შეაფასა უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირდაპირი მოლაპარაკებების ფაქტი ჰააგაში სამიტის ფარგლებში.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ასევე დაადასტურა, რომ აშშ და ევროკავშირი ერთიანნი არიან უკრაინის მხარდაჭერაში, ხოლო რუსეთის ამჟამინდელი მოქმედებები ყირიმში ეხება არამხოლოდ ერთ ქვეყანას.
მან ხაზი გაუსვა,რომ თუ რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში ასეთ მოქმედებას განაგრძობს, მისთვის ამის შედეგები გაიზრდება. „თუ რუსეთი ასეთ გზას განაგრძობს, მაშინ იზოლაცია გაგრძელდება, სანქციები კი გაიზრდება“, - განაცხადა მან.
„ეჭვსგარეშეა, რომ რუსეთი იგრძნობს თავისი მოქმედების ფასს“, - ხაზი გაუსვა ობამამ.
„რუსეთი მარტო რჩება“, - ასე შეასფასა რუსეთის პოზიცია ობამამ.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






