საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 18:50, 26 Mar, 2014     2134

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო პერიოდში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და თბილისის მერიის თანამშრომლების მხრიდან გახშირდა სპეკულაციები პოლიტიკურ ზეწოლაზე, რასაც უკავშირებენ საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობის პირების დაკითხვაზე დაბარებას.

ამიტომ, საჭიროდ მივიჩნევთ, დეტალური განმარტება გავაკეთოთ მიმდინარე გამოძიების შესახებ და საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რა ხდება რეალურად და რომელ საქმეებზე იკითხებიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები.

საპარლამენტო არჩევნებში, "ნაციონალური მოძრაობის" მარცხის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში, შპს "ჰერმესში", შპს "სინათლის ქალაქში", შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და შპს "თბილსერვის ჯგუფში" შეიქმნა ფორმალური სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დაასაქმეს და მაღალი ანაზღაურება დაუნიშნეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მათ ახლობლებს, რომლებსაც არც შესაბამისი კომპეტენცია და არც შესაბამისი განათლება გააჩნდათ კონკრეტულ სფეროებში. სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულთა შორის არიან ლადო ვარძელაშვილი, კობა ხაბაზი, კოტე გაბაშვილი, მირზა დავითაია, ეკა ხერხეულიძე, გიორგი ასანიძე, გიგა ნასარიძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა ოჩიაური, გია როინიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, მაკა მეტრეველი, ლაშა მაქაცარია და სხვა პიროვნებები.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება 2007 წლის 7 დეკემბერს შპს "სი-ტი პარკსა" და ქ. თბილისის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და მასში შეტანილი ცვლილებების კანონიერების შესწავლა.

საგამოძიებო სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისა და ბრალდებებისგან, თითქოს პროცესი ემსახურება პოლიტიკურ დევნას. ხაზს ვუსვამთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტულ ფაქტებზე და გამოვრიცხავთ ამ პროცესში რაიმე პოლიტიკურ ნიშანს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42