რუსეთის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი ფედერაციის საბჭოს შესაძლო არაფორმალური სანქციების შესახებ აფრთხილებს.
„ხალხს, რომელიც ეკონომიკასთანაა დაკავშირებული, უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე ცუდი სცენარი - ეს არ არის ის, რომელიც ფორმალურ სანქციებთანაა დაკავშირებული“, არამედ იმასთან, თუ როგორ მოიქცევიან ინვესტორები „ფაქტობრივი მოქმედების შედეგად, რომელიც იურიდიულად გაფორმებული არ იქნება“, - განმარტა შუვალოვმა.
„შასაძლებელია ასევე ფაქტობრივი მოქმედება, საკუთარი ინვესტორებისთვის ინსტრუქციების მიცემა, სრულებით არაოფიციალურად საუბარი სარეიტინგო სააგენტოებთან, სიგნალების გაგზავნა სხვადასხვა სახით“, - აღნიშნა ჩინოსანმა.
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მოსკოვს ახალი სანქციები დაემუქრება, თუ ის უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას განაგრძობს. მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი მზად არიან მიიღონ ზომები, რომლებიც ზიანს რუსეთის ეკონომიკის მთელ სექტორებს მიაყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამით საკუთარ თავსაც ავნონ.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






