პროკურატურამ გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის საქმე გახსნა
სამართალი - 14:58, 26 Mar, 2014     3041
2014 წლის 4 მარტს, სასჯელაღსრულების №14 დაწესებულებაში პატიმრის გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.

ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გიგა ფარტენაძის გარდაცვლების მიზეზი ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება გახდა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს - შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის მიმართ სასტიკ ძალადობას, კერძოდ გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ თავს. აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, რა დროსაც გიგა ფარტენაძე გადაყვანილი იქნა №14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად იგი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ გიგა ფარტენაძის გარდაცვლების მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით.

აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შოთა შანიძისა და ლევან მოისწრაფიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მერვე ნაწილით, ხოლო გიორგი სეხნიაშვილის მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მერვე ნაწილით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42