,,უნივერსიტეტის კაფეტერიაში ვიჯექი, როდესაც ულამაზესი გოგონა მომიახლოვდა და მკითხა, სტუდენტურ სპექტაკლში ხომ არ მივიღებდი მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ თავდაპირველად მაყურებლის როლში ვიყავი, შემდეგ კი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით მეც ვითამაშე სპექტაკლში და მსახიობობით მოვიხიბლე, მას შემდეგ სცენიდან არ ჩამოვსულვარ... გადმოცემით ვიცი, რომ დედაჩემის წინაპრები არაბული წარმომავლობის არიან. ჩემი ოჯახი მადრინიდან არის. იქაური წეს-ჩვეულებები და ტრადიციები კი ძალიან ჰგავს არაბულს...
ჩემს მეუღლეს, ბერჩინ ტერზიოღლუს, 2006 წელს სერიალ ,,ქარიშხალის’’ შესარჩევ კასტინგზე შევხვდი. ჩვენი სიყვარულის ისტორია პირველივე ეპიზოდიდან დაიწყო. მე მას ლოყაზე ვაკოცე და ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. 2008 წელს ყველაფერი ქორწინებით დაგვირგვინდა",- აცხადებს ილდირიმი.
რაც შეეხება მსახიობის შესაძლო დაინტერესებას პოლიტიკით, მურატ ილდირიმი ამბობს, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს.
"პოლიტიკით დაინტერესებული არ ვარ, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ქვეყნის ამბებს, მაგრამ პოლიტიკოსობას არ ვაპირებ. ჩემი ერთადერთი მოწოდება მასახიობობაა... ჩემი ბოლო ნამუშევარია ,,მდუმარებანი’’. წელს არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო სერიალში. სექტემბერში დავბრუნდები ეკრანზე, ოღონდ ამჯერად მხატვრულ ფილმში გამოვჩნდები. დიდი ხანია მინდოდა ფილმში მეთამაშა, მაგრამ სერიალში ვიყავი დაკავებული და ვერ ვახერხებდი’’,- განაცხადა მურატ ილდირიმმა.
წყარო: ჟურნალი ,,სარკე’’
მასალის გამოყენების პირობები






