რატომ გამართა საგანგებო თათბირი ზე შს მინისტრმა და რის სანაცვლოდ პირდებოდა ჭიკაიძე პრემიებს სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რა გარიგებას სთავაზობდნენ კოდუას მერაბიშვილის წინააღმდეგ და ვინ არის ,,სოდის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც კოდუას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ერთი კვირის ვადა მისცეს.
,,ქრონიკა+“ის ინფორმაციით ერეკლე კოდუას, კახა ბენდუქიძეს და მურთაზ ზოდელავას უკრაინაში ,,რეფორმების ჯგუფში“ მონაწილეობას სთავაწობდნენ, გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ ინფორმაიცა კოდუას ერთ-ერთი სატელეფონო ზარის მეშვეობით მიიღო, რის შემდეგად მინისტრმა ჭიკაიძემ საქმის ამოწევის ბრძანება გასცა. შს სამინისტროს ამ გადაწყვეტილების შესახებ, გაზეთის ინფორმაციით, იმ საღამოსვე იცოდა დათა ახალაიამ და ამის შესახებ, მან, ერეკლე კოდუაც გააფრთხილა.
როგორც ,,ქრონიკა+“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ერეკლე კოდუას ახალი ხელისუფლების პირობებში სამინისტროში დარჩენა და თანამშრომლობა შესათავაზეს, მეორე შეთავაზება მუხროვანის ამბოხის კადრების გავრცელების შემდეგ მოხდა, ,,ამ კადრების გავრცელების შემდეგ ერეკლე კოდუას, ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსამა ევროპაში ახალი ლეგენდით ჩააკითხა, კადრებში შენი გვარი მკაფიოდ ისმის, გამოდი, ვანოს ხელი დაადე, რომ ,,ორი გვამინდან“ ერთ-ერთი გია კრიალაშვილი, უშუალოდ, მისი ბრძანების ნაყოფიაო“, - წერს გამოცემა.
გაზეთის ცნობით ამ შეხვედრას ორივე ხმარე იწერდა, სადაც საუბრის დროს კოდუას პირველივე წინადადებაში უპასუხია: ,,ეს მაგარი ყ...აა, ვანოს ხელს არ დავადებ, ლეგენდა იმდენად იდიოტურად არის ჩამოყალიბებული,ამით ჩემი პატარა ბიჭი საბაც არ მოტყუვდებაო. ძალოვანუ უწყების დესპანი საქართველოში ხელცარიელი დაბრუნდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ერეკლე კოდუას წინააღმდეგ მასალების შეგროვება“, -წერს გაზეთი ,,ქრონიკა +“.
გამოცემის ინფრომაციით, შსს-ს დაკავებული ჰყავს ირაკლი კოდუას უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც ამ დრომდე არ ახმაურებენ და დაკავებისთანავე მის საქმეს გრიფი ,,საიდუმლო“ დაადეს. მას კოდუას წინაარმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ საპროცესო გარიგებას სთავაზობენ.
ამასთან ერთად ,,სოდის“ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიიყვანეს შს სამინსიტროში, ყოველგვარი საშვის გარეშე, მასაც შესთავაზეს კოდუას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და მოსაფიქრებლად ერთი კვირა მისცეს. გამომდინარე აქედან, არ არის გამორიცხულ, ერეკლე კოდუას ბრალი ამ დღეებში კიდევ დაუმძიმდეს“, -წერს გაზეთი.
მასალის გამოყენების პირობები






