კოვალის კანდიდატურა წარადგინა პრეხიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა. „ის პროფესიონალი სამხედროა... ხელმძრვანელობდა საპარაშუტო ბატალიონს, სატანკო დივიზიას, მუშაობდა შინაგანი ჯარების შტაბის ხელმძღვანელად, დიდი ხანი მუშაობდა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მეთაურის მოადგილედ“, - რეკომენდაცია გაუწია კოვალს ტურჩინოვმა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ, იგორ ტენიუხის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად გენერალ-პოლკოვნიკი მიხეილ კოვალი დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას, 314 დარეგისტრირებულიდან, 251-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მიხეილ კოვალი - უკრაინის სასაზღვრო ჯარების გენერალ-პოლკოვნიკი 1956 წლის 26 თებერვალს დაიბადა.
2014 წლის 5 მარტს, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე „უცნობი სამხედრო ფორმირებების“ შეჭრისას, ის იალტასთან მდებარე სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ოპერატიული გამოძიებისას, იმ დღესვე დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






