ზაზა ხატიაშვილი შსს-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
სამართალი - 15:04, 25 Mar, 2014     2082

ადვოკატთა ასოციაციის წევრი ზაზა ხატიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება სამინისტროს მიერ 24 მარტს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ შსს-მ ადვოკატთა ასოციაციის წევრი თაღლითობის ფაქტზე დააკავა.

ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზნად ისახავს ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციას.

„24 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია სადაც ნათქვამია, რომ ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი მალხაზ შვიდბიჭაშვილი დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).“

საქართველოს სამარცხვინო შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაგონად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განმარტავს, რომ მალხაზ შვიდბიჭაშვილი არ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას 2013 წლის ივნისიდან შეწყვეტილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა. ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზნად ისახავს ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოითხოვს, სამართალდამცავი სრუქტურები მეტი ყურადღებით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს,“ - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42