დათა ახალაიას ადვოკატმა სანდრო გირგვლიანის მამას თანამშრომლობა შესთავაზა
სამართალი - 11:09, 25 Mar, 2014     2233
„თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოვიდეს კონტაქტზე“, - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 3 საათზე სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა დაიწყება. პირველი ინსტანციის სასამართლო ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, გერონტი ალანიას და ვალერი მეტრეველის ბრალდების საქმეს განიხილავს.

რამდენიმე თვის წინ მთავარმა პროკურატურამ დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი ორ დამოუკიდებელ ეპიზოდში წაუყენა. უფრო კონკრეტულად, დათა ახალაიას ბრალი ედება სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით სანდრო გირგვლიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში. გარდა ამისა, კუდ-ის ყოფილი უფროსი პროკურატურამ კიდევ ერთ ეპიზოდში დაადანაშაულა: მოქალაქეების - ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა, მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.

კუდ-ის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი ბრალდებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში - სანდრო გირგვლიანის, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა, მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.

გერონტი ალანიასა და ვალერიან მეტრეველს კი, ბრალი ედებათ მოქალაქეების - ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რომელიც იმ დროს შს მინისტრი გახლდათ, მას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეში.

დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სანდრო გირგვლიანის მამას თანამშრომლობა შესთავაზა:

„გირგვლიანის მამა თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოვიდეს ჩემთან კონტაქტზე და ერთად გავარკვიოთ, რა ვითარებაში გარდაიცვალა სანდრო“, - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42