ძებნილი მოწმე
სამართალი - 21:03, 24 Mar, 2014     2305

მოწმის ინსტიტუტთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გაცილებით მწვავე ხასიათი შეიძინა მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა სრულიად არაარგუმენტირებულად, ორი წლით გადაავადა მოწმეთა დაკითხვის ახალი, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული წესი, რაც რეფორმატორთა კლუბის აზრით ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის სისტემის დემოკრატიზაციის პროცესს. http://reformersclub.ge/ge/mowmis-dakitxvis-wesis-gadavadeba-uari-mnisvnelovan-reformas.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან, განსაკუთრებით მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმის სტატუსთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საკითხს

-რა მოხდება, თუ მოწმის სახით დაბარებული პირი დაკითხვაზე არ გამოცხადდება?

მცდარია გაჟღერებული მოსაზრება, თითქოს მოწმის სახით დაბარებული პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ დაიწყება ძებნა.

ძებნა შეიძლება გამოცხადდეს პირზე, რომელიც დაუსწრებლადაა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად ცნობილი და სასამართლომ მას ასევე დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება. მხოლოდ-და-მხოლოდ დაპატიმრების შეფარდების შემდეგ ცხადდება ბრალდებულის მიმართ ძებნა.

მართალია, მოწმეს აკისრია ვალდებულება დაბარებისთანავე გამოცხადდეს გამომძიებელთან და პროკურორთან, მაგრამ გამოუცხადებლობა არ ნიშნავს მოწმის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლი სასჯელს აწესებს მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ გამომძიებელთან ან სასამართლოში გამოცხადებული მოწმე უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.

371-ე მუხლი არ ადგენს პასუხისმგებლობას მოწმის სახით დაბარებული პირის გამოუცხადებლობისათვის, რაც არ შეიძლება გახდეს მის მიმართ ძებნის წარმოების საფუძველი.


ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42