„მოსამართლეთა ერთობა“ განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 20:01, 24 Mar, 2014     1333
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ სასამართლოს თავმჯდომარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იმ საქმის მასალებით დაინტერესებისგან, რომელთა განხილვაშიც არ მონაწილეობენ.
ამასთან დაკავშირებით, „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ აღნიშნავს, რომ მისასალმებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია სასამართლოს ასპროცენტიანი დამოუკიდებლობის მიღწევის სურვილთან დაკავშირებით, თუმცა მისი რამდენიმე მოსაზრება მოსამართლეთა უკმაყოფილებას იწვევს.
კერძოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მასთან მიდის ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში შესული საქმეების შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ მოსამართლე უფრო დამოუკიდებელი, რომ ყოფილიყო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების გაკრიტიკების უფლება საზოგადოებას გააჩნია, თუმცა სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ამ კუთხით გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ უზენაესი სასამართლო მოსამართლის გადაწყვეტილების არასწორ შედეგს მისი დამოუკიდებლობის არასაკმარისი ხარისხით ხსნის, ქვემდგომი ინსტანციების მოსამართლეთა კომპეტენტურობას აყენებს ეჭვქვეშ.

გარდა ამისა, გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ყველა მხარეს უჩენს განცდას, რომ სწორედ მისი საქმის განმხილველი მოსამართლის არასაკმარისი დამოუკიდებლობა გახდა წარუმატებლობის მიზეზი, რაც ამცირებს საზოგადოების ნდობას სასამართლოსადმი. ამასთან, გაურკვეველია თუ რა საშუალებებით ღებულობს თავმჯდომარე უზენაეს სასამართლოში შესული საქმეების შესახებ ისეთ დეტალურ ინფორმაციას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის მართებულობაზე მსჯელობისთვის არის საკმარისი. აქვე აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავად არ მონაწილეობს საქმეთა განხილვაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმეს არ განიხილავს დიდი პალატა. დიდი პალატის მიერ 2013-2014 წლებში მხოლოდ ერთი საქმეა განხილული. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კონკრეტული საქმეები და მოსამართლეთა გადაწყვეტილებები კვლავ ხდება სასამართლოს ადმინისტრაციულ თანამდებობის პირთა მხრიდან დაინტერესების და შეფასების საგანი. აღნიშნული პრაქტიკა კი მნიშვნელოვნად აფერხებს მოსამართლის შიდა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით, საერთაშორისო აქტების შესაბამისად დასაშვებია კონკრეტულ საქმესთნ მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის იმ მოსამართლეთა წვდომა, რომლებიც კონკრეტულ საქმეზე მხარის საჩივარს განიხილავენ და მხოლოდ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის გამო ზემდგომი ინსტანციის მოსამართლე არ არის უფლებამოსილი გაეცნოს საქმის მასალებს, მით უფრო საჯაროდ იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მოუწოდებს ყველა სასამართლოს თავმჯდომარეს, მაქსიმალურად შეიკავოს თავი, იმ საქმის მასალებით დაინტერესებისგან, რომელთა განხილვაშიც ისინი, როგორც წესი არ მონაწილეობენ და მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საქმის განმხილველ მოსამართლეთა იმიჯს და ავტორიტეტს“, - ნათქვამია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ განცხადებაში.

ნინა გოლოშვილი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42