მკვდარი ხეობა, ნამიბია
ნამიბ („ადგილი, სადაც არაფერია“) მსოფლიოში უძველეს უდაბნოდ ითვლება. ის 80 მილიონი წლის მანძილზე არსებობს და ჯერ კიდევ დინოზავრების დროს ჩამოყალიბდა.
რაფსის მინდვრები ლიუპინგში, ჩინეთი
გაზაფხულის დასაწყისში, როდესაც რაფსის ყვითელი ყვავილები ყვავიან, მინდორი „ოქროს ზღვის“ სახეს იღებს.
ტბა ნატრონი, ტანზანია
ტანზანიის ჩრდილო ნაწილში არის ტბა ნატრონი, რომლიც დედამიწაზე ყველაზე ცხელია. მისი ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს. ადრე უზარმაზარი ტბა თანდათანობით ორთქლდება. ახლა მისი სიღრმე სამი მეტრიღაა.
გაყინული ხეები, ლაპლანდია
ამ „გოლიათების“ ფოტოსურათები ფინურ ლაპლანდიაში ყველაზე მკაცრ ყინვებშია გადაღებული. ამისათვის, ფოტოგრაფს -40 გრადუსი ყინვის გაძლება მოუწია.
უდაბნო ლაგუნებით, ბრაზილია
ერთი შეხედვით, ლენსოის-მარანიენსისი ტიპიურ უდაბნოს არ ჰგავს. მაგრამ, საჰარისა და სხვა უსიცოცხლო ადგილებისაგან განსხვავებით, აქ რეგულარულად მოდის წვიმა. წყალი ხეობებში გროვდება და ცისფერ და მწვანე ლაგუნებს ქმნის.
ვულკანი მაუნტ-რეინირი, აშშ
მაუნტ-რეინირი - ეს 4392 მეტრი სიმაღლის სტრატოვულკანია. მისი უნიკალურობაა - დაისისას ცაში ლამაზი ჩრდილების გამოსახვა.
არიზონის ტალღები, აშშ
ტალღა (The Wave) - ქვიშისა და კლდის ბუნებრივი გალერეა, მდებარეობს იუტასა და არიზონას შტატებს შორის. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ქარისაგან შექმნილი გორაკები, მილონობით წლის წინ ჩამოყალიბდა.
ვარდისფერი ტბა, სენეგალი
სენეგალში არსებობს განუმეორებელი გამოვლინება - ვარდისფერი ტბა. ღია ვარდისვერი წყლით სავსე ტბის ფართობი 3 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
ციცინათელების გამოქვაბული, ახალი ზელანდია
ციცინათელების გამოქვაბული - ეს ახალი ზელანდიის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. გამოქვაბულის ზედაპირი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებ.
წყალქვეშა ჩანჩქერი, მავრიკია
ეს წყალქვეშა ჩანჩქერის საოცარი ილუზია ნახევარკუნძულ ლემორნ ბრაბანტთან, კუნძულ მავრიკიასთან მდებარეობს. ასეთი არაჩვეულებრივი ბუნებრივი ლანდშაფტი, ქვიშიას და ლამის გადაადგილების შედეგად ჩამოყალიბდა.
ტიტების მინდვრები, ჰოლანდია
სხვადასხვა ფერის ტიტების ჰოლანდიური პლანტაციები - მომნუსხველი სანახაობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მინდორი ბავშვებმა ცისარტყელის ფერებში შეღებეს.
მთა რორაიმა, ვენესუელა
რორაიმა - ვენესუელას მთავარი ბუნებრივი ატრაქციონი. ეს 2700 მეტრიანი მთის მასაა, რომელსაც არ აქვს წვერი, რის გამოც, ის შორიდან უზარმაზარ პარალელეპიპედს ჰგავს.
ფერებცვლადი მარმარილოს გამოქვაბული, ჩილე
ღია ცისფერი გროტები, ნაწილობრივ ტბა კარერას წყლებში ჩაძირული, არგენტინისა და ჩილეს საზღვარზე მდებარეობს. ადგილობრივები მას მარმარილოს ტაძარს ეძახიან.
სახლი მდინარე დრინის შუაში, სერბეთი
ეს სახლი უკვე 40 წელია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიას აჩვენებს.
დენქსიას ცისარტყელასებური ლანდშაფტი, ჩინეთი
ეს გეოლოგიური წარმონაქმნია, სახელად „დენქსიას ლანდშაფტი“, რაც „ვარდისფერ ღრუბელს“ ნიშნავს.
დიდი ცისფერი ხვრელი, ბელიზი
დიდი ცისფერი ხვრელი - ერთ-ერთი გეოლოგიური საოცრება ნახევარკუნძულ იუკატანთან, წარმოადგენს მრგვალ ჭას 120 მეტრი სიღრმით.
გამოქვაბული ჰან სონ დუნგი, ვიეტნამი
ეს დედამიწაზე ყველაზე დიდი გამოქვაბულია, მასში შესაძლებელია თვითმფრინავითა და საჰაერო ბუშტით ფრენა.
პარკი ჰიტაჩი-სისაიდი, იაპონია
პარკი, რომლის სახელიც ითარგმნება როგორც „განთიადი“, მდებარეობს ყოფილი ამერიკული სამხედრო ბაზის ადგილას. ამ ადგილას 120-ზე მეტი ჰექტარი სხვადასხვა სახის ყვავილითაა დაფარული.
პლიაჟი უაიტჰევენი, ავსტრალია
პლიაჟი ცნობილია თავისი, მსოფლიოში ყველაზე სუფთა, თეთრი ქვიშით. ის იმდენად სუფთაა, რომ NASA მას ტელესკოპის სპეციალური ლინზების დასამზადებლად იყენებდა.
მარილის ნიადაგი უინი, ბოლივია
მარილიანი ნიადაგი სახელად უინი - დამშრალი მარილიანი ტბა ბოლივიაში ზღვის დონიდან 3650 მეტრი სიმაღლეზე. მას 10,5 კვადრატული კილომეტრი ფართობი აქვს და მსოფლიოში ყველაზე დიდ მარილიან ნიადაგს წარმოადგენს.
ყინულის გამოქვაბულები, ისლანდია
გამოქვაბული სკაფტაფელი მდებარეობს სლანდიაში. ასი წლის მანძილზე, ძველი ყინული შემჭიდროვდა ისე, რომ ჰაერის ბუშტუკებს პრაქტიკულად არ შეიცავს.
მოგრეხილი ხეები Slope Point-ის ფერდობზე, ახალი ზელანდია
Slope Point-ის ფერდობის ნახვისას, გექმნება შთაბეჭდილება, რომ უძლიერესი ქარიშხლისას დრო გაიყინა.
იელოუსტონის სუპერვულკანი, აშშ
ამ ვულკანის ამოფრქვევას შეუძლია კლიმატი მთელ დედამიწაზე შეცვალოს.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






