ობამა რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე საუბრობს
მსოფლიო - 14:20, 24 Mar, 2014     2521

შეერთებული შტატები, უკრაინაში სიტუაციის შემდგომი გამძაფრების შემთხვევაში, მზადაა რუსეთთან მიმართებაში დამატებითი სანქციების შემოღებისთვის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ატომური უსაფრთხოების შესახებ სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„თუ რუსეთი სიტუაციის ესკალაციას განაგრძობს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მას დიდი ფასი დავაკისროთ“, - თქვა ობამამ ჰოლანდიურ გაზეთ Volkskrant-თან ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა თავის საუბარში ევროპელ ლიდერებთან, მისი მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მისი მოქმედება უკრაინაში ვერ დარჩება ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების გარეშე.

ობამამ „რთული არჩევანი“ უწოდა აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. მისი თქმით, ეს ნაბიჯი „იმოქმედებს არამარტო რუსულ ეკონომიკაზე, არამედ შეიძლება გავლენა იქონიოს მსოფლიო ეკონომიკაზეც“.

ობამამ ასევე აღნიშნა, რომ არ განიხილავს ევროპას როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბრძოლის ველს. „ასეთი სახის მსჯელობაზე, ცივი ომის დასრულების შემდეგ უმჯობესია უარი ვთქვათ, პირიქით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-სთან, ევროპასა და რუსეთთან“,- ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ორშაბათს, ჰააგაში ატომურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, ამავე „მოედანზე“, ობამა G7-ის ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, უკრაინის იგვლივ არსებულ სიტუაციას განიხილავს. სამიტის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი ბელგიასა და იტალიას მოინახულებს, რის შემდეგაც საუდის არაბეთში გაემგზავრება.



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42